წიკუხისმაღალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წიკუხისმაღალი
კოორდინატები: 42°36′36″ ჩ. გ. 44°55′51″ ა. გ. / 42.61000° ჩ. გ. 44.93083° ა. გ. / 42.61000; 44.93083
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3066 
ქედი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები ფიქალი, თიხაფიქალი და ქვიშაქვა
წიკუხისმაღალი — საქართველო
წიკუხისმაღალი
წიკუხისმაღალი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
წიკუხისმაღალი

წიკუხისმაღალი[1][2]მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ასას მარჯვენა შენაკადის — წყაროსთავის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3066 მ. აგებულია ლიასის ასპიდური ფიქლებით, თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კალთები ციცაბო და კლდოვანია, სამხრეთი შედარებით დამრეცი. ზოგან შემორჩენილია მყინვარული ფორმები. წიკუხისმაღალი უმეტესად შიშველია, აქა-იქ არის ალპური ბალახმცენარეული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]