შინაარსზე გადასვლა

წითური კოლიბია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითური კოლიბია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
ქვეკლასი:  ჰიმენომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  Marasmiaceae
გვარი:  როდოკოლიბია
სახეობა:  წითური კოლიბია
ლათინური სახელი
Rhodocollybia butyracea (Bull.: Fr.) Lennox (1979)[1]

წითური კოლიბია (ლათ. Rhodocollybia butyracea) — როდოკოლიბიას გვარის სოკო Marasmiaceae-ის ოჯახისა.

საჭმელი სოკოა. გამოიყენება მხოლოდ ქუდი, ახალი და დამწნილებული. ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა ბიერ ბულიარმა 1792 წელს როგორც Agaricus butyraceus. მიმდინარე ბინიმინალური სახელწოდება მიანიჭა ჯოან უილიამ ლენოქსმა 1979 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus asemus (Fr.) Fr. (1818)
  • Agaricus bibulosus Massee (1892)
  • Agaricus butyraceus Bull. (1792)
  • Agaricus leiopus Pers. (1797)
  • Collybia asema (Fr.) Gillet (1876)
  • Collybia bibulosum (Massee) Massee (1893)
  • Collybia butyracea (Bull.) P. Kumm. (1871)
  • Collybia butyracea f. asema (Fr.) Singer (1949)
  • Collybia butyracea var. asema (Fr.) Cetto (1987)

ქუდის დიამეტრი — 2-12 სმ, ჰიგროფანული, ნორჩობაში ამოზნექილი, შემდგომში ფართოდ ამოზნექილი, ბრტყელი და ჩაჭყლეტილი ფორმის, ზოგჯერ ცენტრში ახასიათებს მცირე ზომის ბორცვაკი. გლუვია, ნესტიან ამინდში ზეთოვანი, ყავისფერი ან მოწითალო-ყავისფერი, შემდგომში ღია ყავისფერი ზედაპირით.

რბილობი — თეთრი ფერის, რბილი, წყალწყალა, განსაკუთრებული გემოსა და სუნის გარეშე.

ჰიმენოფორი — ფირფიტოვანნი, ფირფიტები შეზრდილი ან თითქმის თავისუფალი, თეთრი ფერის, ასაკთან ერთად სუსტად ვარდისფერდება.

ფეხის სიგრძე — 2-10 სმ, სიგანე — 0,4-1 სმ, მეტ-ნაკლებად სწორი, უხეში ჯაგრით დაფარული, ხრტილოვანია.

სპორების ფხვნილი — კრემისფერი, მოყვითალო ან მოვარდისფრო, სპორები — 6-8×3-3,5 მკმ, ელიფსისებრი, გლუვი.

გავრცელება და ეკოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპროტროფია.[2] ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.[3] ასევე დაფიქსირებულია არგენტინასა და იაპონიაში.[4] იზრდება წიწვიან და ფოთლოვან ტყეებში.[5], უპირატესობას ანიჭებს მჟავე ნიადაგს.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

კვებითი ღირებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჭმელი სოკოა. როგორც წესი გამოიყენება მხოლოდ ქუდი, ახალი და დამწნილებული.[6] აგრეთვე ხმარობენ სოკოსგან მომზადებულ შერეულ კერძებში. ახასიათებს ფქვილის გემო, ამიტომაც ნაკლებ დაფასებულია სოკოს მოყვარულთა შორის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-20. ციტირების თარიღი: 2011-04-29.
  2. Władysław Wojewoda (2003). Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences. ISBN 83-89648-09-1. 
  3. Rhodocollybia butyracea (MushroomExpert.Com)
  4. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2015-04-08.
  5. California Fungi: Rhodocollybia butyracea
  6. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 107, ISBN 99940-856-1-1.