წითლიო
| წითლიო | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Russula rosea Pers. (1796) | |||||||||||||||
| სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
წითლიო, წითელკაბა (ლათ. Russula rosea, სინონიმი — Russula lepida) — ქუდიანი სოკო ხრაშუნა სოკოების გვარისა. ქუდის დიამეტრი 10 სმ აღწევს. წითელია, ფირფიტები თეთრი, მოყვითალო ელფერით. ფეხი თეთრი ან ვარდისფერია. რბილობი — თეთრი და მკვრივი.
წითელკაბა მეტად წააგავს მისივე გვარის რამდენიმე სახეობას, განსაკუთრებით, ბღავანას, რომელიც განსხვავდება ცხარე გემოთი და მუქი შეფერილობის ქუდით.[1]
გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკას.[2] იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში ზაფხულ-შემოდგომაზე. საჭმელად იხმარება ახალი, მოხრაკული, გამშრალი და დამწნილებული.
ტაქსონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა, იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს თავისი ვრცელი ნაშრომის, „Fungorum qui in Bavaria et Palatinatu circa Ratisbonam nascuntur Icones"-ის მე-4 ტომში. მიმდინარე სახელწოდება მიანიჭა შვედმა მიკოლოგმა, კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1796 წელს და აღწერა თავისი ნაშრომის, „Observationes mycologicae“ პირველ ტომში.[3]
დღემდე შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე სინონიმი, მათ შორისა: „Russula rosacea“, რომელიც სემიუელ ფრედერიკ გრეიმ უწოდა 1821 წელს და შეიტანა თავის წიგნში „A natural arrangement of British plants“;[4] ელიას მაგნუს ფრისის მიერ თავის ნაშრომში აღწერილი Russula lepida[5] და ლუსიენ კელეს მიერ 1882 წელს აღწერილი Russula incarnata.
სპეციფიკური ეპითეტი მომდინარეობს ლათინური ზედსართავი სახელიდან (roseus — ვარდისფერი)[6], რაც განპირობებულია მისი ქუდის კანის ვიზუალური მხარით. დღემდე ხშირად გამოიყენება სახეობრივი ეპითეტი „lepida“, რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც ბრწყინვალე ან მომხიბვლელი.[7]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდი – 5-10 სმ დიამეტრის; წითელი, ცენტრში ღიაა, ხოლო კიდეებისკენ — უფრო მუქი, წვიმების შემდეგ ღია ვარდისფერი ხდება; თავიდაპირველად ნახევარსფეროსებრია, შემდგომში – გაშლილი, იშვიათად – ცენტრში ოდნავ ჩაზნექილი; ზედაპირი — მშრალი, ხოლო ნესტიან ამინდში ოდნავ ლორწოვანია. კანი ძნელად სძვრება; კიდეები თავიდან გლუვია, მოგვიანებით – დაღარული.[1]
ფეხი – 4-7 x 1-2 სმ, თეთრი, ძირისკენ მოვარდისფრო ელფერით; ცილინდრული[8] ძირში გამსხვილებული; მკვრივია, თავიდან – ამოვსებული, შემდგომში – ფუღუროიანი.
ჰიმენოფორი – ფირფიტებიანი, ხშირი, თითქმის თავისუფალი, მომწვანო, მოგვიანებით – მოყვითალო; ზოგჯერ – კიდისკენ მოწითალოა.
რბილობი – მკვრივი, თეთრი, ნესტიან ამინდში ზოგჯერ გადატეხისას მუქდება. ხასიათდება ხილის სუსტი სუნითა და მტკნარი გემოთი.[1]
სპორები – სფეროსებრი, ხორკლიანი, კარგად განვითარებული ბადით;[9] 7 x 9 მკმ. სპორების ანაბეჭდი – თეთრი. პილეოცისტიდიები თითისტარისებრი, გურზისებრი ან ცილინდრული ფორმის.
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წითლიო ჰოლარქტიკული სახეობაა, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მერიდიანულ და ზომიერ კლიმატურ ზონებში. მისი არსებობა დადასტურებულია აზიაში (მათ შორის ისრაელში, კავკასიაში, ინდოეთში, ციმბირში, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კორეასა და იაპონიაში), ჩრდილოეთ ამერიკაში (აშშ, კანადა[10] ), ჩრდილოეთ აფრიკასა (მაროკო, ალჟირი, ტუნისი) და ევროპაში,[11] მათ შორის კუნძულ მადეირაზეც. ევროპის მასშტაბით ეს სოკო მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ წიფელთან, რადგან სწორედ ამ სახეობასთან წარმოქმნის იგი ყველაზე ხშირად მიკორიზას. საქართველოში გავრცელებულია ყველა რეგიონში.[12]
იზრდება ზაფხულიდან შემოდგომამდე კირიან ნიადაგზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში,[13] უმეტესად – წიფელთან და მუხასთან.[1] აიშვიათად არყთან, სოჭთან, რცხილასთან და ფიჭვთან და სხვა სახეობის ხეებთან.
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — არასაჭმელად.[14][15] დაბალი ხარისხის საკვებ სოკოდ ითვლება. საჭმელად იხმარება ახალი, მოხრაკული, გამშრალი და დამწნილებული.[16] ახასიათებს ცვალებადი გემო — ხშირად იგი რბილია, თუმცა ზოგჯერ მწარე ან ფისის მსგავსი არომატი აქვს და შესაძლოა კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლა გამოიწვიოს.[17]
მწარე გემოს მოსაშორებლად, სოკო დიდხანს უნდა იხარშოს. ზოგიერთები მას პირობითად საკვებად ვარგის ან სულაც შხამიან სოკოთა კატეგორიას მიაკუთვნებენ.[18] თუმცა ამგვარი შეფასება, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ წითელკაბა ხშირად ეშლებათ მწარე ბღავანაში.[17] ეს უკანასკნელი იწვევს კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლას, თუ სათანადოდ არ დამუშავდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „წითლიო“ ვიკისაწყობში.- წითლიო MycoBank-ზე (ინგლისური)
- წითლიო Index Fungorum-ზე (ინგლისური)
- წითლიო — საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 274, ISBN 978-9941-8-4547-5.
- ↑ Russula rosea Pers.. Edible Plant Data base. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2026.
- ↑ C. H. Persoon: „Observationes mycologicae”, vol. 1, Editura Peter Phillipp Wolf, Leipzig 1796, p. 100
- ↑ Samuel Frederick Gray: „The Natural Arrangement of British Plants”, vol. 1, Editura Baldwin, Cradock and Joy, Londra 1821, p. 618
- ↑ Elias Magnus Fries: „Anteckningar öfver de i Sverige växande ätliga Svampar, Editura Palmblad, Sebell & C., Uppsala 1836, p. 50
- ↑ Karl Ernst Georges: roseus. In: Ausführliches lateinisch-deutsches Handwörterbuch. Band 1. Hannover 1913, Sp. 2410
- ↑ Karl Ernst Georges: lepidus. In: Ausführliches lateinisch-deutsches Handwörterbuch. Band 1. Hannover 1913, Sp. 618
- ↑ Rosy russula. Forward Plant. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2026.
- ↑ TVRDA KRASNICA — Russula rosea Pers.. CroMushrooms. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2026.
- ↑ Russula rosea — Rosy Brittlegill. Nature Serve Explorer. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2026.
- ↑ Russula rosea Pers.. ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2026.
- ↑ წითელკაბა. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2026.
- ↑ Romagnesi, H., Les Russules d'Europe et d'Afrique du Nord, Paris: Bordas, 1967. — P. 413, 998 p, ISBN 0-934454-87-6.
- ↑ Russula rosea Pers. - Rosy Brittlegill. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2026.
- ↑ Gibelgorri hankagogorra — Russula rosea. Aranzadi.Eu. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2026.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 200, ISBN 99940-856-1-1.
- 1 2 Russula rosea. Grokipedia=.
- ↑ Сыроежка розовая (Russula rosea). WikiGrib. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2026.