წითელშუბლა ქურციკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელშუბლა ქურციკი
Gazella rufifrons AB.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ოჯახი: ძროხისებრნი
ქვეოჯახი: ნამდვილი ანტილოპები
გვარი: სამფერა ქურციკები
სახეობა: წითელშუბლა ქურციკი
ლათინური სახელი
Eudorcas rufifrons
სინონიმები
  • Gazella rufifrons
დაცვის სტატუსი
Eudorcas rufifrons.png

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



წითელშუბლა ქურციკი (ლათ. Eudorcas rufifrons) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახის სამფერა ქურციკების გვარისა. ფართოდ, მაგრამ არათანაბრადაა გავრცელებული ცენტრალურ აფრიკაში, სენეგალიდან ჩრდილოეთ ეთიოპიამდე. იგი უმთავრესად საჰელის ზონაში ბინადრობს, საჰარის სამხრეთით გრძელ ზოლად მშრალ საძოვრებზე, ტყის სავანებსა და ბალახოვან სტეპებში.

ერთ-ერთი ავტორიტეტული წყარო[1] აღმოსავლეთ აფრიკულ ტომსონის ქურციკს წითელშუბლა ქურციკის ქვესახეობად მიიჩნევს. იგი გაერთიანნებული იყო გაზელის გვარის სამფერა ქურციკების ქვეგვარში, სანამ ამ უკანასკნელმა არ მიიღო გვარის სტატუსი.[2]

ქვესახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელშუბლა ქურციკის მეცნიერული სახელი (Eudorcas rufifrons) პირველად ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ ედუარდ გრეიმ გამოიყენა 1846 წელს.[2][3]

  • Eudorcas rufifrons centralis – აღმოსავლეთ ჩადის წითელშუბლა ქურციკი
  • E. r. hasleri – ჩრდილო ნიგერიული წითელშუბლა ქურციკი
  • E. r. kanuri– კანურის წითელშუბლა ქურციკი
  • E. r. laevipes– ნუბიური წითელშუბლა ქურციკი
  • E. r. rufifrons – სენეგალური წითელშუბლა ქურციკი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • C. A. Spinage: The Natural History of Antelopes. Croom Helm, London 1986, ISBN 0-7099-4441-1.
  • Jonathan Kingdon: The Kingdon Field Guide to African Mammals. Academic Press, San Diego, London, 1997. ISBN 0-12-408355-2.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kingdon, Jonathan (1997) The Kingdon Field Guide to African Mammals. Academic Press, San Diego and London. Pp. 411–413. (ISBN 0-12-408355-2)
  2. 2.0 2.1 Wilson, D.E.; Reeder, D.M., eds. (2005). Mammal Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference (3rd ed.). Johns Hopkins University Press. ISBN 978-0-8018-8221-0. OCLC 62265494.
  3. Groves, C.; Grubb, P. (2011) Ungulate Taxonomy. Baltimore, Maryland: Johns Hopkins University Press, გვ. 174–5. ISBN 1-4214-0093-6.