წითელშუბლა გაზელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითელშუბლა გაზელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Eudorcas rufifrons (J. E. Gray, 1846)
სინონიმები
  • Gazella rufifrons
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 8973
გავრცელება

წითელშუბლა გაზელი ან წითელშუბლა ქურციკი (ლათ. Eudorcas rufifrons) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახის სამფერა გაზელის გვარისა. ფართოდ, მაგრამ არათანაბრადაა გავრცელებული ცენტრალურ აფრიკაში, სენეგალიდან ჩრდილოეთ ეთიოპიამდე. იგი უმთავრესად საჰელის ზონაში ბინადრობს, საჰარის სამხრეთით გრძელ ზოლად მშრალ საძოვრებზე, ტყის სავანებსა და ბალახოვან სტეპებში.

ერთ-ერთი ავტორიტეტული წყარო[1] აღმოსავლეთ აფრიკულ ტომსონის ქურციკს წითელშუბლა გაზელის ქვესახეობად მიიჩნევს. იგი გაერთიანნებული იყო გაზელის გვარის სამფერა გაზელის ქვეგვარში, სანამ ამ უკანასკნელმა არ მიიღო გვარის სტატუსი.[2]

ქვესახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელშუბლა გაზელის მეცნიერული სახელი (Eudorcas rufifrons) პირველად ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ ედუარდ გრეიმ გამოიყენა 1846 წელს.[2][3]

  • Eudorcas rufifrons centralis – აღმოსავლეთ ჩადის წითელშუბლა გაზელი
  • E. r. hasleri – ჩრდილო ნიგერიული წითელშუბლა გაზელი
  • E. r. kanuri– კანურის წითელშუბლა გაზელი
  • E. r. laevipes– ნუბიური წითელშუბლა გაზელი
  • E. r. rufifrons – სენეგალური წითელშუბლა გაზელი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • C. A. Spinage: The Natural History of Antelopes. Croom Helm, London 1986, ISBN 0-7099-4441-1.
  • Jonathan Kingdon: The Kingdon Field Guide to African Mammals. Academic Press, San Diego, London, 1997. ISBN 0-12-408355-2.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kingdon, Jonathan (1997) The Kingdon Field Guide to African Mammals. Academic Press, San Diego and London. Pp. 411–413. (ISBN 0-12-408355-2)
  2. 2.0 2.1 Wilson, D.E.; Reeder, D.M., eds. (2005). Mammal Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference (3rd ed.). Johns Hopkins University Press. ISBN 978-0-8018-8221-0. OCLC 62265494.
  3. Groves, C.; Grubb, P. (2011) Ungulate Taxonomy. Baltimore, Maryland: Johns Hopkins University Press, გვ. 174–5. ISBN 1-4214-0093-6.