წითელფირფიტა ლეპოტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითელფირფიტა ლეპოტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფირფიტოსანნი
გვარი:  Leucoagaricus
სახეობა:  წითელფირფიტა ლეპოტა
ლათინური სახელი
Lepiota naucina

წითელფირფიტა ლეპოტა (ლათ. Lepiota naucina) — სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა. ქუდი — 2-5 სმ დიამეტრისაა, ჯერ სფეროსებრია, შემდეგ — ნახევრად გაშლილი, განიერი ბორცვაკით, ქერცლოვან-მარცვლოვანია, თეთრი, ხშირად მოყვითალო ან მოვარდისფრო ელფერით. ფირფიტები ძალიან ხშირი, თხელი, ტალღისებური მოწითალო ფერისაა.

საჭმელად გამოიყენება ახალი, გემრიელი სოკოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 156, ISBN 99940-856-1-1.