წითელკუდა ჯაფარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წითელკუდა ჯაფარა
Siberian Jay (Perisoreus infaustus) (13667840323).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Perisoreus infaustus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Cractes infuscatus (Linnaeus, 1758)
  • Corvus infaustus (Linnaeus, 1758)
  • Lanius infaustus (Linnaeus, 1766)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22705775
გავრცელება
Siberian jay distribution.png

წითელკუდა ჯაფარა[1] (ლათ. Perisoreus infaustus) — ფრინველი ყორნისებრთა ოჯახისა.

მისი სხეულის სიგრძეა 24–31 სმ, მასა 60–101 . ნისკარტი შედარებით მოკლე, მოკაუჭებული და ძირში ფართოა. თავზე არსებული წაგრძელებული ბუმბულები დაბალ ქოჩორს წარმოქმნიან; ფრთები ბლაგვია; კუდი მომრგვალებული. გალო შედარებით წვრილი და გრძელია; ბრჭყალები დიდი, მოღუნული და ბასრი. შებუმბვლა ხშირი, ფაფუკი. შეფერილობაში ჭარბობს რუხი, მურა და ჟანგმიწოვანი ტონები; „ქუდი“ მუქი ყავისფერი, ნიკაპი მოთეთრო, ფრთები და საჭის ბუმბულის შუა წყვილი მორუხო-მურა, კუდის დანარჩენი და მომქნევი ბუმბულები, აგრეთვე ფრთებზე არსებული ლაქები ინტენსიურად წითური. ნისკარტი და ფეხები შავია.

წითელკუდა ჯაფარა სახლობს ევრაზიის ტაიგის ზონაში; სკანდინავიასა და ლატვიიდან აღმოსავლეთ ჩუკოტკამდე, პრიმორიემდე და სახალინამდე; არეალის სამხრეთ ნაწილში მთის ტყეებით აღწევს სტეპის ზონაში. უპირატესობას ანიჭებს მუქწიწვოვან და ლარიქსის ტყეებს. მკვიდრია, თუმცა ტაიგის ჩრდილოეთი ნაწილიდან ზამთარში სამხრეთისაკენ მომთაბარეობს.

ყოვლისმჭამელია; ზაფხულში იკვებება მწერებით, ობობებითა და მცირე ზომის ხერხემლიანი ცხოველებით, წელიწადის დანარჩენ დროს რაციონის მთავარ ნაწილს თესლები, კენკრა და ლეში შეადგენს; შესაძლოა შექმნას საკვების მარაგიც.

გამრავლების პერიოდი ძალიან ადრე იწყება, ჯერ კიდევ უწყვეტი თოვლის საფარისა და უარყოფითი ტემპერატურის დროს. ბუდე სქელკედლიანი, ძირს დაგებულია ბუმბული და ბეწვი, ჩვეულებრივ კარგად დახურულია ხის ვარჯის ტანისპირა მხრიდან, მდებარეობს მიწიდან 2–6 მეტრის სიმაღლეზე. დედალი დებს 2–5 (უფრო ხშირად 3–4) კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი 19–20 დღის განმავლობაში; ბარტყები გამოჩეკიდან 21–24 დღეში ტოვებენ ბუდეს. ისინი დაახლოებით ერთი წლის მანძილზეც შეიძლება დარჩნენ მშობლების ტერიტორიაზე. წელიწადში ერთხელ მრავლდებიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 47, 179, 205, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.