წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემები, სიმბოლოები, რომლიდანაც მოძრაობა საკუთარ სახელს იღებს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა —საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად. მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს დაახლოებით 97 მილიონ მოხალისე წევრსა და თანამაშრომელს. მოძრაობა შეიქმნა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, რათა განმტკიცდეს ყველა პიროვნებისადმი პატივისცემა, ტანჯვისა და ტკივილის თავიდან აცილების, მკვეთრად თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთათვის დახმარებით. შემდგომში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა.

ერთიანი სახელწოდებით - წითელი ჯვარი არ არსებობს, რაც ხშირად დაბნეულობას იწვევს. მოძრაობა შედგება რამდენიმე იურიდიულად დამოუკიდებელი ორგანიზაციისაგან. თუმცა, მოძრაობის სუბიექტებს აქვთ საერთო პრინციპები, მიზნები, სიმბოლოები, წესდება და მმართველი სტრუქტურები.

1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში, შვეიცარია, ანრი დიუნანის წინადადებით ხელი მოეწერა კონვენციას ბრძოლის ველზე დაჭრილთა და დასახიჩრებულთა პირველადი დახმარების თაობაზე. ამავე კონვენციაში მითითებული იყო, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს უნივერსალური განმასხვავებელი ნიშანი ჰქონოდათ. ასეთ სიმბოლოდ შერჩეულ იქნა წითელი ჯვარი თეთრ ფონზე (შვეიცარიის დროშის ფერების ინვერსია).

1906 წელს ოსმალეთის იმპერიაში წითელი ჯვრის ანალოგიით შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარე მუსულმანური ქვეყნებისათვის.

მოძრაობის შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი საერთაშორისო წითელი ჯვარი ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება, ვინაიდან ამ ოფიციალური სახელით რაიმე ორგანიზაცია არ არსებობს. რეალურად, მოძრაობა შედგება რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციისგან, თუმცა მათ აერთიანებთ საერთო ზოგადი პრინციპები, მიზნები, სიმბოლოები და მმართველი ორგანოები. მოძრაობის შემადგენელი ნაწილებია:

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერძო ჰუმანიტარული დაწესებულება, რომელიც დაარსდა 1863 წელს ჟენევაში, ანრი დიუნანისა და გუსტავ მოინერის მიერ. 25 წევრიან კომიტეტს აქვს უნიკალური უფლებამოსილება საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესაბამისად, დაიცვას საერთაშორისო და შიდა შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა სიცოცხლე და ღირსება. ICRC–ს სამჯერ მიენიჭა ნობელის პრემია (1917, 1944 და 1963).

წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია (IFRC)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 1919 წელს და დღეს იგი კოორდინაციას უწევს აქტივობებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 190 ეროვნულ მოძრაობას შორის. საერთაშორისო დონეზე, ეროვნულ საზოგადოებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ფედერაცია ხელმძღვანელობს და აწყობს მხარდამჭერ და დასახმარებელ მისიებს ფართომასშტაბიან საგანგებო სიტუაციებში. საერთაშორისო ფედერაციის სამდივნო დაფუძნდა ჟენევაში. 1963 წელს, ფედერაციას (მაშინდელ წითელ ჯვაროსნულ საზოგადოებათა ლიგას) მიანიჭეს ნობელის პრემია.

წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ამჟამად 190 ეროვნული საზოგადოება აღიარებულია საერთაშორისო კომიტეტისგან და ითვლება ფედერაციის სრულ წევრად. თითოეული მათგანი საკუთარ სამშობლოში მუშაობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებისა და საერთაშორისო მოძრაობის წესდების შესაბამისად. სპეციფიკური გარემოებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეროვნულმა საზოგადოებებმა შესაძლებელია მიიღონ დამატებითი ჰუმანიტარული დავალებები, რომლებიც უშუალოდ არ არის განსაზღვრული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ან საერთაშორისო მოძრაობის მანდატებით.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შექმნის დღიდან, 1863 წლიდან, მისი ერთადერთი მიზანი შეიარაღებული კონფლიქტებისა და დაპირისპირებების მსხვერპლთა დახმარება იყო. მთელი მსოფლიოს მაშტაბით ICRC ამას ახერხებდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განვითარების (IHL) წახალისებით, მთავრობების და ყველა შეიარაღებული მხრიდან მისისადმი პატივისცემით. ICRC-ს ისტორია აერთიანებს ჰუმანიტარული მოქმედებების განვითარებას, ჟენევის კონვენციებსა და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობების განვითარების ასპექტებს.

უშუალოდ კომიტეტის ჩამოყალიბებას საფუძველი ჩაეყარა 1863 წელს, შვეიცარიელი მოქალაქეების - ა. დიუნანის, ჰ. მუანიეს, გ. დიუფერის, ლ. აპიასა და ტ. მონუარის ინიციატივით ჟენევაში. აღსანიშნავია, რომ ხუთ წევრს შორის იყო ადგილობრივი ანრი დიუნანი, რომელმაც ერთი წლით ადრე გამოაქვეყნა წიგნი „სოლფერინოს სუვენირი“, სადაც ითხოვდა საომარ მოქმედებებში დაჭრილ ჯარისკაცებს მდგომარეობის გაუჯობესებას. 1863 წლის ბოლოს

კომიტეტმა შეკრიბა მთავრობის წარმომადგენლები და შეთანხმდნენ დიუნანის წინადადებაზე სამოქალაქო დახმარების საზოგადოებების შექმნის შესახებ, რათა მხარეებისათვის სამხედრო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. 1864 წლის აგვისტოში კომიტეტმა დაარწმუნა მთავრობები მიეღოთ ჟენევის პირველი კონვენცია. ეს ხელშეკრულება ჯარებს ავალდებულებდა ეზრუნათ დაჭრილ ჯარისკაცებზე, მათი იდენტობის მიუხედავად. ამასთანავე, სამედიცინო სერვისებისთვის ერთიანი ემბლემა შემოიღეს: წითელი ჯვარი, თეთრ ფონზე.

ICRC თავდაპირველად კოორდინატორის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ თანდათანობით უფრო აქტიურად ჩაერთო საველე ოპერაციებში, რადგან აშკარა გახდა შეიარაღებულ მხარეებს შორის ნეიტრალური შუამავლობის საჭიროება. შესაბამისად მომდევნო 50 წლის განმავლობაში, კომიტეტმა გააფართოვა თავისი საქმიანობა ეროვნული საზოგადოებების ჩამოყალიბებით (პირველი იყო გერმანიის ვიურტემბერგის შტატის, 1863 წლის ნოემბერში) და ჟენევის კონვენცია ადაპტირებული გახადეს საზღვაო ბრძოლებში.

პირველი მსოფლიო ომი 1914-1918[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, სხვა კონფლიქტების გამოცდილების საფუძველზე, ICRC-მ ჟენევაში გახსნა სამხედრო ტყვეთა ცენტრალური სააგენტო (Central Prisoners of War Agency), რათა აღედგინათ კავშირი დატყვევებულ ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს შორის. ამ პერიოდში ორგანიზაციამ განაგრძო სიახლეების დანერგვა, გაიზარდა ICRC-ის ვიზიტები სამხედრო ტყვეებთან, 1918 წელს ორგანიზაცია მოუწოდებდა ბელგილებს, რომ უარი ეთქვათ იპრიტის, ე.წ „მდოგვის გაზის“ გამოყენებაზე. იმავე წელს კომიტეტი პირველად ესტუმრა პოლიტპატიმრებს უნგრეთში.

1918-1939 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შემდეგ, ბევრმა სამოქალაქო საზოგადოებამ იგრძნო, რომ მშვიდობის დამყარებასთან და ახალი მსოფლიო წესრიგის იმედთან ერთად, წითელი ჯვრის როლი უნდა შეცვლილიყო. 1919 წელს მათ შექმნეს წითელი ჯვრის საზოგადოებათა ლიგა, რომელიც ჩაფიქრებული იყო, როგორც მოძრაობის მომავალი საკოორდინაციო და დამხმარე ორგანო. თუმცა, 1920-იანი და 1930-იანი წლების დაპირისპირებებმა საერთაშორისო ორგანიზაციას ტრადიციული როლის შეცვლის შესაძლებლობა აღარ მისცა.

მეორე მსოფლიო ომი, 1939-1945[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ორგანიზაციამ უამრავი ღონისძიება დაგეგმა და განახორციელა. კომიტეტი ცდილობდა დახმარებოდა ყველა მხარეს მსხვერპლთა დასაცავად. ICRC და წითელი ჯვრის საზოგადოებათა ლიგა ერთობლივად მუშაობდნენ მთელს მსოფლიოში, რათა გაევრცელებინათ დახმარება მთელს მსოფლიოში, როგორც სამხედრო ტყვეებში, ასევე მშვიდობიან მოქალაქეებში. ICRC დელეგატებმა მოინახულეს სამხედრო ტყვეები პლანეტის ყველა კუთხეში და მონაწილეობა მიიღეს მილიონობით შეტყობინების გაცვლაში ოჯახის წევრებს შორის. ომის შემდეგ, წლების განმავლობაში ICRC მუშაობდა განცხადებებზე, რომლებიც ომში დაკარგულთა ადგილმდებარეობის გარკვევას ითხოვდნენ. კომიტეტი ნაკლებად იყო ჩართული ჰოლოკოსტის მსხვერპლთა და სხვა დევნილთა დახმარების ღონისძიებებში, რაც დღემდე „შავ ლაქად რჩება“ ორგანიზაციის ისტორიაში.

1945 წლიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წლიდან ICRC აგრძელებს მოწოდებებს მთავრობებისადმი განამტკიცონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები და პატივი სცენ მას. ორგანიზაცია ცდილობდა გამკლავებოდა იმ კონფლიქტების ჰუმანიტარულ შედეგებს, რომლებმიც XX საუკუნის მეორე ნახევარში წარიმართა (აღსანიშნავია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი 1948 წლიდან). 1949 წელს, ICRC–ს ინიციატივით, სახელმწიფოები შეთანხმდნენ ჟენევის არსებული სამი კონვენციის გადასინჯვაზე (საბრძოლო ველზე დაჭრილთა და ავადმყოფთა დაცვა, ზღვაზე ომის მსხვერპლთა და ომის ტყვეთა სიცოცხლის დაცვა) და მეოთხე დამატების შეტანაზე: დაიცვან მოქალაქები, რომლებიც იმყოფებიან მტრის კონტროლის ქვეშ. კონვენციები უზრუნველყოფს ICRC–ს მთავარ მანდატს შეიარაღებული კონფლიქტის სიტუაციებში.

ICRC–ის მანდატი და მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ICRC–ის მუშაობა ემყარება 1949 წლის ჟენევის კონვენციებს, მათ დამატებით ოქმებს, მის წესდებას, საერთაშორისო წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის დებულებებს და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კონფერენციების დადგენილებებს. ICRC არის დამოუკიდებელი, ნეიტრალური ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დაცვას, დახმარებას შეიარაღებული კონფლიქტისა და ძალადობის სხვა შემთხვევებში. ის მოქმედებს საგანგებო სიტუაციებისას და ამავე დროს ხელს უწყობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას და მის იმპლემენტაციას ეროვნულ სამართალში.

სწორედ, ICRC–ს ინიციატივით სახელმწიფოებმა მიიღეს ჟენევის თავდაპიველი კონვენცია 1864 წელს. მას შემდეგ, ICRC, მთელი წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის მხარდაჭერით, მუდმივად მოუწოდებდა მთავრობებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ადაპტირებისკენ, რათა ომის თანამედროვე საშუალებების განვითარების კვალდაკალ დამატებითი საშუალებებით დაეცვათ შესაძლო მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობა.

დღეს ყველა სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას 1949 წლის ჟენევის ოთხი კონვენცია. შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაეხმაროს შეიარაღებული ძალების დაჭრილ, ავადმყოფ და ჩაძირული გემის წევრებს, ომის ტყვეებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს. მსოფლიო სახელმწიფოების სამ მეოთხედზე მეტი შეურთდა 1977 წლის ორ დამატებით კონვენციას. პროტოკოლი I იცავს საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლს, ხოლო პროტოკოლი II შიდაეროვნული ან რეგიონალური შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულს. კერძოდ, ამ ხელშეკრულებებში არის კოდიფიცირებული წესები, რომლებიც იცავს სამოქალაქო მოსახლეობას საომარი მოქმედებების ნეგატიური ზემოქმედებისაგან. 2005 წლის პროტოკოლი III ეროვნული საზოგადოებების მიერ დამატებით ემბლემის - წითელი კრისტალის გამოყენების საშუალებას იძლევა.

ICRC–ს მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედების სამართლებრივი საფუძვლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟენევის ოთხი კონვენცია და დამატებითი პროტოკოლი I კომიტეტს გადასცემს სპეციალურ მანდატს იმოქმედოს საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში. კერძოდ, ICRC-ს უფლება აქვს ეწვიოს სამხედრო ტყვეებს და ინტერნირებულ სამოქალაქო პირებს. კონვენციები ასევე აძლევს ICRC–ს ინიციატივების ფართო უფლებას. შიდა შეიარაღებულ კონფლიქტებში, ICRC სარგებლობს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ჰუმანიტარული ინიციატივის უფლებით, რომელიც გათვალისწინებულია მე-3 მუხლში, აღნიშნული საერთოა ჟენევის ოთხივე კონვენციისთვის. შიდა არეულობის, დაძაბულობის შემთხვევაში და სხვა სიტუაციებში, რომელიც ჰუმანიტარული ქმედებების განხორციელებას საჭიროებს, ICRC ასევე სარგებლობს ინიციატივის უფლებით, რაც აღიარებულია საერთაშორისო წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის წესდებებში. ამრიგად, იქ, სადაც არ გამოიყენება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, ICRC–ს შეუძლია შესთავაზოს თავისი მომსახურება მთავრობებს, თუ ეს შეთავაზება არ წარმოადგენს ჩარევას შესაბამისი ქვეყნის შიდა საქმეებში.

ICRC–ს ექვსი მმართველი ორგანოს შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ასამბლეა - არის ICRC უმაღლესი მმართველი ორგანო და მეთვალყურეობს ორგანიზაციისყველა საქმიანობას.მისი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტია ICRC-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ასამბლეა განსაზღვრავს პოლიტიკას, ადგენს ზოგად მიზნებსა და სტრატეგიას, ამტკიცებს ბიუჯეტს და ანგარიშებს. ნიშნავს მთავარ მენეჯმენტს, მათ შორის გენერალურ დირექტორს, დირექტორებს და შიდა აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელს.
  • ასამბლეის საბჭო - ასამბლეის შვილობილი ორგანო. იგი ამზადებს ასამბლეის აქტივობებს და იღებს გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებსა და კომუნიკაციასთან დაკავშირებით.
  • პრეზიდენტის ოფისი - ქმნის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. პრეზიდენტი წარმოადგენს ორგანიზაციას საერთაშორისო დონესე, ეკისრება პირველ რიგში პასუხისმგებლობა ICRC–ს საგარეო ურთიერთობებზე და ახორციელებს ჰუმანიტარულ მისიებს გენერალური დირექტორის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით. როგორც ასამბლეის ასამბლეისა დაასამბლეის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი უზრუნველყოფს, რომ ამ ორიორგანოსთვის გადაცემული პასუხისმგებლობები დარჩეს მათი კონტროლის ქვეშ დაყურადღებით აკონტროლებს ICRC–ს მუშაობას. პრეზიდენტი ევალება ინსტიტუციური სტრატეგიის შემუშავება და ასამბლეაზე შესთავაზება. ვიცე-პრეზიდენტი ეხმარება პრეზიდენტს თავისი მოვალეობების შესრულებაში და პრეზიდენტს ცვლის, მისიარყოფნის შეთმხვევაში ან მისი თხოვნით. იგი ასევე პასუხისმგებელია მმართველობასადა ზედამხედველობასთან დაკავშირებული მექანიზმების თანმიმდევრულობაზე, სწორ,მშვიდობიან მუშაობასა და განვითარებაზე.
  • დირექტორატი - ICRC–ის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ასამბლეისა და ასამბლეის საბჭოს მიერ განსაზღვრული ინსტიტუციური სტრატეგიის,ზოგადი მიზნების განხორციელებასადა ზედამხედველობაზე. დირექტორატი ასევე პასუხისმგებელია ICRC პერსონალის მართვასა და მთლიანობაში ორგანიზაციის სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფაზე.
  • შიდა აუდიტის განყოფილება-შიდა ზედამხედველი ორგანო, რომელიც დამოუკიდებლად და ობიექტურად აკონტროლებს, აფასებს ორგანიზაციის მუშაობას და ეფექტურობას, აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შიდა აუდიტის განყოფილება, დირექტორი და ასამბლეა შიდა ზედამხედველობის სისტემის სამი კომპონენტია. ასამბლეას, რომელსაც ეხმარება აუდიტის კომისია, პასუხისმგებლობა ეკისრება ზედამხედველობაზე.
  • მონაცემთა დაცვის კომისარიატი (DPC) - პასუხისმგებელია სხვა ორგანოებისა და ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლად, შეამოწმოს, პერსონალური მონაცემების დამუშავება შეესაბამება თუ არა ICRC-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესებს დარამდენადა დაცული პორთა უფლებები, როდესაც მათ საქმეებს ან მონაცემთა დაცვისსხვა შემთხვევებს ეხება.

ფულადი სახსრები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ICRC ადმინისტრირებას უწევს მრავალ ფონდს, რომელიც შეიქმნა გასული საუკუნი სგანმავლობაში, პირთა ან ორგანიზაციების სპეციალური შემოწირულობებით. მათ აქვთ სხვადასხვა მიზნები: ხელი შეუწყონ წითელი ჯვრის / წითელი ნახევარმთვარის და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საქმიანობის ხელშეწყობასა და განვითარებას; აღიაროს იმ პირთა დამსახურება, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მის საქმიანობაში; ან დახმარება გაუწიონ თანამშრომლებს სირთულეებში კრიზისის დროს.

„იმპერატორის მეუღლე სიოკენის ფონდი“ (Empress Shôken Fund) შეიქმნა 1912 წელს იაპონიის იმპერატორის მეუღლის მიერ, რათა ხელი შეეწყოთ „შეწევნას მშვიდობის დროს“. ყოველწლიურად იგი იღებს გადაწყვეტილებას გრანტების გაცემის შესახებ წითელი ჯვრის ან წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებებისთვის, პროექტებისთვის, მათ შორის კატასტროფისმზადყოფნის, ჯანმრთელობის, სისხლის, ახალგაზრდობისა და პირველადი დახმარების მიმართულებით.

ფლორენს ნაიტინგეილის (The Florence Nightingale) მედალი დაარსდა ეროვნული საზოგადოებების მიერ მე-19 საუკუნის ცნობილი ინგლისელი მედდის პატივსაცემად. იგი ენიჭება ექთნებს ან მედდების თანაშემწეებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ მშვიდობიანობის ან ომის დროს; ის შეიძლება მიენიჭოს სიკვდილის შემდეგ, თუ მიმღები გარდაიცვალა კონფლიქტის ზონაში მუშაობის დროს.

ფრანგული ფონდი მორის დე მადრე (The French Fund Maurice de Madre) - დახმარებას უწევს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის თანამშრომლებს, ან მათ ოჯახებს, რომლებიც რთულ ვითარებაში არიან სამსახურებრივი მდგომარეობის გამო, ავადმყოფობის ან გარდაცვალების დროს მძიმე დაზიანების შედეგად. დაარსდა გრაფი მორის დე მადრეს მიერ ICRC-ისთვის ანდერძის დატოვების შემდეგ 1970 წელს.

პოლ რეიტერის ფონდი (The Paul Reuter Fund) - ხელს უწყობს ნაშრომების გამოქვეყნებას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ; ამისათვის ის ორ წელიწადში ერთხელგასცემს ჯილდოს. ფონდი 1983 წელს შეიქმნა შემოწირულობით, რომელიც ICRC-ისთვის გაიღო პაულ რუთერმა, პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, ემერისტუსი და ინსტიტუტის წევრი.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია(IFRC) არის მსოფლიოში უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც დახმარებას გასცემს ეროვნების, რასის, რელიგიურ მრწამის, კლასობრივი ან პოლიტიკური შეხედულებებისდისკრიმინაციის გარეშე.

IFRC დაარსდა 1919 წელს, მოიცავს 192 წევრ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებებს, ჟენევაში სამდივნოს და 60-ზე მეტ დელეგაციას, რომლებიც სტრატეგიულად მდებარეობს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ორგანიზაციის საქმიანობისმხარდასაჭერად. წითელი ნახევარმთვარის განთავსების ადგილს ხშირად იყენებს წითელი ჯვარი ბევრ ისლამურ ქვეყანაში. IFRC–ს ხედვა: ნაციონალური საზოგადოებების მიერჰუმანიტარული საქმიანობის ყველა ფორმის შთაგონება, წახალისება, ხელშეწყობა. ხელიშეუწყოს ადამიანის ტანჯვის თავიდან აცილებას და შემსუბუქებას, და ამით წვლილი შეიტანოსმსოფლიოში ადამიანის ღირსებისა და მშვიდობის შენარჩუნების პოპულარიზაციაში.

ორგანიზაციის სიმბოლოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელი ჯვარი - წითელი ჯვრის დროშა შვეიცარიის დროშის ფერის ინვერსიული ვარიანტია. 1906 წელს, ოსმალეთის იმპერიის არგუმენტის გასაქარწყლებლად, რომ დროშის ვიზუალი ფესვებს იღებდა ქრისტიანობისგან, გადაწყდა, რომ მხარას დაუჭერდნენ იმ აზრს, რომ წითელი ჯვრის დროშა ჩამოყალიბდა შვეიცარიის ფერების შეცვლით.

წითელი ნახევარმთვარე წითელი ნახევარმთვარის ემბლემა პირველად გამოიყენეს ICRC მოხალისეებმა, ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1876–1878 წლებში. სიმბოლო ოფიციალურად მიიღეს 1929 წელს, და აღიარა მუსლიმურ სამყაროს 33-მა ქვეყანამ. წითელი ნახევარმთვარის დროშა გამომდინარეობს ოსმალეთის იმპერიის დროშის ფერის შეცვლით.

წითელი კრისტალი 2005 წლის 8 დეკემბერს, მაგენ დავიდ ადომი (MDA),ისრაელის სამედიცინო დახმარების, კატასტროფების, სასწრაფო დახმარებისა და სისხლის ბანკის ეროვნულ სამედიცინო სამსახურზე გაზრდილი ზეწოლის, ტვირითის პირობებში დასახმარებლად, როგორც ისრაელი წითელიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის სრულ უფლებიანი წევრი, მიიღეს ემბლემის ახალი ვარიანტი (ოფიციალურად მესამე პროტოკოლის ემბლემა, მაგრამ უფრო ხშირად ცნობილია, როგორც წითელი კრისტალი) ჟენევის კონვენციების შესწორებით, რომელიც ცნობილია როგორც პროტოკოლი III.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და ორგანიზაციის საქმიანობა ქვეყანაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) დაარსდა 1918 წელს, თუმცა, 1923 წელს სსრკს მიერ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს წითელი ჯვარი წყვეტს დამოუკიდებელ არსებობას და ხდება საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების ალიანსის წევრი; დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1993 წელს - საქართველოს პარლამენტმა მოახდინა 1949 წლის ჟენევის კონვენციების რატიფიკაცია; 1995 წელს კი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ განაახლა არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ;

1997 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემებისა და სახელწოდებების შესახებ“ და კანონი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“. ხოლო ამა წლის ნოემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის წევრი;

ამ წლების განმავლობაში ორგანიზაციის სახელით ქვეყანაში მრავალი ჰუმანიტარული ინიციატივა განხორციელდა. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ბიურები გასული საუკუნის საქართველოში 90-იანი წლებიდან მუშაობს. ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად კვლავ რჩება 1992 წელს აფხაზეთის ომისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის სიტუაციაში განცალკევებულ ოჯახებს შორის „წთელი ჯვრის“ ბარათების მეშვეობით კავშირის აღდგენა - ოჯახების გაერთიანება და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს).

მიმართულებაა დიალოგის წარმოება ხელისუფლებასთან იმ მიზნით, რომ დაეხმაროს ვალდებულების შესრულებაში, კერძოდ, იმაში, რომ კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების ადგილსამყოფელი მოიძიოს. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევის მიზნით, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოში მოქმედ 4 არასამთავრობო ორგანიზაციასთან. წითელი ჯვარი, როგორც ნეიტრალური შუამავალი, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები იმ პირების სამედიცინო ევაკუაციას ახორციელებს, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ამავე რეგიონში მუშაობს სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამები, რაც კონფლიქტის ზონის სოფლების მოსახლეობისთვის პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამჟამად საქართველოს კონტექსტში ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა ეროვნული ორგანიზაციისა და მოხალისეების ინსტიტუტის გაძლიერება, რათა მათ მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ მოქმედება და პროექტების მომზადება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]