წითელი ხემარწყვა
იერსახე
| წითელი ხემარწყვა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
წითელი ხემარწყვა | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Arbutus andrachne | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 19181048 | ||||||||||||
| ||||||||||||
წითელი ხემარწყვა (ლათ. Arbutus andrachne) — მარადმწვანე მცენარე მანანასებრთა ოჯახისა. ბუნებაში მისი არეალი მოიცავს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს — შავი ზღვის სანაპიროს, მცირე აზიისა და სამხრეთ კავკასიის ჩათვლით.
იზრდება მშრალ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 200-300 მ სიმაღლეზე. გვალვაგამძლეა; ძლიერი გვალვის დროს ფოთლები სცვივა. 12 მ სიმაღლისაა. ქერქი გლუვია, წითელი; ნორჩი ყლორტი შიშველია. ნაყოფი კენკრისებრი, მრავალთესლიანი კურკაა, დიამეტრი 1-1,5 სმ.
ველურად გვხვდება საქართველოში, მცირე რაოდენობითაა აფხაზეთსა და აჭარაში, კულტურაში იშვიათია.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მანჯავიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 469.
