წითელი საჩეჩელასოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წითელი საჩეჩელასოკო
Ramaria botrytis 31768.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  ბაზიდიუმიანი სოკოები
სახეობა:  წითელი საჩეჩელასოკო
ლათინური სახელი
Ramaria botrytis

წითელი საჩეჩელასოკო (ლათ. Ramaria botrytis) — საჭმელი სოკო. განეკუთვნება საჩეჩელა სოკოებს. ნაყოფსხეული ბუჩქისებურად აქვს დატოტვილი, ყვავილოვან კომბოსტოს წააგავს, ტოტები მჭიდროდაა განლაგებული და მოთეთროა, ტოტების წვეროები დაკბილული და მოვარდისფრო-მოწითალოა. ფეხი თეთრი ან მოვარდისფროა. იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან ტყეებში ზაფხულ-შემოდგომაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]