წითელი მთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წითელი მთა
კოორდინატები: 42°42′17″ ჩ. გ. 43°43′51″ ა. გ. / 42.70472° ჩ. გ. 43.73083° ა. გ. / 42.70472; 43.73083
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2691 
ქედი რაჭის კავკასიონი
წითელი მთა — საქართველო
წითელი მთა
წითელი მთა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
წითელი მთა

წითელი მთა — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ჭანჭახისა (რიონის მარცხენა შენაკადი) და ბუბის (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 2691 მ. აგებულია პალეოზოური ასაკის კრისტალური ქანებით. გუმბათისებრია. მთის ჩრდილოეთ კალთა ციცაბო და კლდოვანია, აღმოსავლეთ და სამხრეთი — დამრეცი. წითელი მთა შემოსილია ალპური ბალახეულით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]