წითელგორისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითელგორისთავი
კოორდინატები: 42°00′24″ ჩ. გ. 45°53′54″ ა. გ. / 42.00667° ჩ. გ. 45.89833° ა. გ. / 42.00667; 45.89833
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყვარლის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2217,5 
ქედი წითელგორის ქედი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი
წითელგორისთავი — საქართველო
წითელგორისთავი
წითელგორისთავი — კახეთის მხარე
წითელგორისთავი

წითელგორისთავიმთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადების — დურუჯისა და ბურსის წყალგამყოფ წითელგორის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2217,5 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. კალთები ციცაბოა. მწვერვალი შემოსილია სუბალპური ბალახეულით, კალთები — შერეული ფოთლოვანი ტყით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]