Libellus de medicinalibus indorum herbis

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოდექსის გვერდი. მცენარეებიის tlahçolteoçacatl, tlayapaloni, axocotl და chicomacatl გამოსახულება

Libellus de medicinalibus indorum herbis (ლათ. წიგნი ინდიური სამკურნალო მცენარეების შესახებ) — აცტეკური სამკურნალო წიგნი, რომელიც შეიცავს გამოსახულებებსა და აღწერებს სამკურნალო მცენარეებისა, რომლებსაც იყენებდნენ კოლუმბამდელ მექსიკაში. წარმოადგენს მარტინ დე კრუსის კოდექსის ორიგინალიდან ლათინურზე თარგმანს. წიგნი ითარგმნა 1552 წელს ხუან ბადიანოს მიერ. ორიგინალი ნაუატლზე არ შემორჩენილა.

დასახელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლათინური დასახელების პარალელურად, ხელნაწერი ცნობილია მთარგმნელის სახელით, აგრეთვე, როგორც კრუს-ბადიანოს კოდექსი. ლიტერატურაში ხელნაწერი მოიხსენიება, როგორც ბარბერინის კოდექსი, XVII საუკუნეში მისი ერთ-ერთი მფლობელის სახელის — კარდინალ ფრანჩესკო ბარბერინის (1597-1679) — მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი შედგა და გადაითარგმნა დონ ფრანცისკო დე მენდოსას — ახალი ესპანეთის პირველი გუბერნატორის შვილის — შეკვეთით. მენდოსამ ხელნაწერი გაგზავნა ესპანეთში, სადაც ის სამეფო ბიბლიოთეკაში ინახებოდა. სავარაუდოდ XVII საუკუნის დასაწყისში ხელნაწერი აღმოჩნდა მეფე ფილიპე IV-ის ექიმის, დიეგო დე კორტავილა-ი-სანაბრიას, ხელში. შემდეგ ხელნაწერი კარდინალ ბარბერინის კრებულში აღმოჩნდა. 1902 წელს ბარბერინის კრებული შევიდა ვატიკანის ბიბლიოთეკაში. 1990 წელს პაპმა იოანე პავლე II-მ ხელნაწერი მექსიკაში დააბრუნა, სადაც ის მეხიკოში, ანთროპოლოგიის ეროვნულ მუზეუმში ინახება.

XVII საუკუნეში კარდინალ ბარბერინის მდივანმა — კასანო დალ პოცომ (1588-1657) გააკეთა ხელნაწერის ასლი, რომელიც მის ბიბლიოთეკასთან ერთად აჩუქეს რომის პაპ კლემენტ XI-ს. მისმა ძმისშვილმა მიჰყიდა ხელნაწერი დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ს, ამჟამად ეს ასლი ინახება სამეფო ბიბლიოთეკაში, უინძორში.

კიდევ ერთი ასლი გააკეთა ფრანჩესკო დე სტელუჩიმ, დეი ლინჩეის ეროვნული აკადემიის წევრმა, მაგრამ ამჟამად ეს ასლი დაკარგულია.

XX საუკუნეში კრუს-ბადიანოს კოდექსი დიდი პოპულარობით სარგებლობდა: ორჯერ გამოიცა ესპანურ თარგმანში (1952, 1964) და სამჯერ — ინგლისურში (1939, 1940, 2000).

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ენა სათაური მთარგმნელი გამომცემელი
1939 ინგლისური The De la Cruz-Badiano Aztec Herbal of 1552 უილიამ გეითსი The Maya Society
1940 ინგლისური The Badianus Manuscript (Codex Barberini Latin 241): An Aztec Herbal of 1552 ემილი უოლკოტ ემარტი The Johns Hopkins Press
1952 ესპანური Libellus de Medicinalibus Indorum Herbis: El manuscrito pictórico mexicano-latino de Martín de la Cruz y Juan Badiano de 1552 ფრანცისკო გუერა Editorial Vargas Rea y El Diario Español
1964, 1991 ესპანური Libellus de medicinalibus indorum herbis: Manuscrito Azteca de 1552: versión Española con estudios y comentarios por diversos autores (ISBN 968-16-3607-4) Instituto Mexicano del Seguro Social
2000 ინგლისური An Aztec Herbal: The Classic Codex of 1552 (ISBN 0-486-41130-3) უილიამ გეითსი Dover (1939 წლის გამოცემის რეპუბლიკაცია)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Byland, Bruce (2000). „Introduction to the Dover Edition“. An Aztec Herbal: The Classic Codex of 1552. Mineola, New York: Dover.
  • Garritz Ruiz, Andoni y Chamizo, José Antonio (1997). Del tequesquite al ADN. Algunas facetas de la química en México. México, Distrito Federal. ISBN 968-16-5232-0.