წიგნის ჭიის აღზევება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წიგნის ჭიის აღზევება

წიგნების პირველი ტომის გარეკანი
本好きの下剋上 ~司書になるためには手段を選んでいられません~
(ჰონძუკი ნო გეკოკუჯო: შიშო ნი ნარუ ტამე ნი ვა შუდან ო ერანდეირარემასენ)
ჟანრი
რომანების სერია
წიგნის ჭიის აღზევება
ავტორი მია კაძუკი
გამომცემელი Shōsetsuka ni Narō
ორიგინალური გამოცემა 23 სექტემბერი, 201312 მარტი, 2017
რანობე
ავტორი მია კაძუკი
ილუსტრატორი იუ შინა
გამომცემელი TO Books
გამომცემელი ინგლისურად
იმპრინტი TO Bunko
ორიგინალური გამოცემა 25 იანვარი, 20159 დეკემბერი, 2023
ტომები 33
მანგა
ნაწილი I
ილუსტრატორი სუძუკა
გამომცემელი TO Books
გამომცემელი ინგლისურად
იმპრინტი Corona Comics
ჟურნალი Comic Corona
ორიგინალური გამოცემა 30 ოქტომბერი, 20152 ივლისი, 2018
ტომები 7
მანგა
ნაწილი II
ილუსტრატორი სუძუკა
გამომცემელი TO Books
გამომცემელი ინგლისურად
იმპრინტი Corona Comics
ჟურნალი Comic Corona
ორიგინალური გამოცემა 24 სექტემბერი, 2018დღემდე
ტომები 10
მანგა
ნაწილი III
ილუსტრატორი რიო ნამინო
გამომცემელი TO Books
გამომცემელი ინგლისურად
იმპრინტი Corona Comics
ჟურნალი Comic Corona
ორიგინალური გამოცემა 30 აპრილი, 2018დღემდე
ტომები 7
მანგა
ნაწილი IV
ილუსტრატორი ჰიკარუ კაცუკი
გამომცემელი TO Books
გამომცემელი ინგლისურად
იმპრინტი Corona Comics
ჟურნალი Comic Corona
ორიგინალური გამოცემა 24 დეკემბერი, 2020დღემდე
ტომები 7
ანიმე ტელესერიალი
რეჟისორი მიცურუ ჰონგო
სცენარი მარიკო კუნისავა
მუსიკა მიჩირუ
სტუდია Ajia-do Animation Works
ლიცენზიატი
ორიგინალური არხი ABC, Tokyo MX, Wowow, BS Fuji, AT-X
ორიგინალური ეთერი 3 ოქტომბერი, 2019 14 ივნისი, 2022
ეპიზოდები 36 + 2 OVA

წიგნის ჭიის აღზევება (იაპონ. 本好きの下剋上 ~司書になるためには手段を選んでいられません~, „წიგნის ჭიის აღზევება: ყველაფერს ვიზამ, რათა ბიბლიოთეკარი გავხდე“?) — იაპონელი ავტორის, მია კაძუკის მიერ დაწერილი მრავალტომიანი რომანი, რომელიც ფენტეზის ჟანრს მიეკუთვნება. ილუსტრაციები შესრულებულია იუ შინას მიერ. ასევე არსებობს წიგნებზე დაფუძნებული მანგა და ანიმაციური სტუდია Ajia-do Animation Works-ის მიერ შექმნილი 3-სეზონიანი ანიმე ტელესერიალი[1][2][3]. 2023 წლის 6 დეკემბერს წიგნების გამომცემლობამ განაცხადა, რომ ანიმეს მე-4 სეზონს Wit Studio შექმნის[4].

ნაწარმოების თავდაპირველი მანუსკრიპტი 2013 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მარტამდე უფასოდ ხელმისაწვდომ ვებგვერდზე Shōsetsuka ni Narō-ზე იდებოდა. 2015 წელს გამომცემლობამ TO Books-მა ნაწარმოების ილუსტრირებულ წიგნებად გამოცემის უფლება მოიპოვა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნებში ასახულია ერთ-ერთი ახალგაზრდა ახლად კურსდამთავრებული იაპონელი ბიბლიოთეკარის — ურანო მოტოსუს — თავგადასავალი, როდესაც მისი სული მიწისძვრის შედეგად სხვა სამყაროში მცხოვრებ გაჭირვებული და მძიმედ დაავადებული 5 წლის გოგონას სხეულში გადასახლდება. ურანო — ახლა უკვე მაინ — მალევე ხვდება რომ ამ ახალ და უცხო სამყაროში წიგნები იშვიათი და ძვირად ღირებული ნივთებია. ბიბლიოფილი გოგონა იღებს გადაწყვეტილებას, რომ წიგნები თავისივე ხელით შეიქმნას, რათა კითხვის შინაგანი სურვილი დაიკმაყოფილოს; თუმცა წინ რთული გზა ელის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მის გარშემო არავინ იცის თუ რა არის ის ყოველგვარად უცნაური დაავადება, რომელიც მას თითქოსდა შიგნიდან ჭამს…

ნაწარმოებში დაწვრილებით არის აღწერილი ფანტასტიკური ფეოდალური სამყაროს სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა ყოფა-ცხოვრების წესი და თუ როგორ ეგუება მთავარი გმირი მისთვის უცხო სამყაროს თავისი მაგიური ელემენტებითა და შუასაუკუნეობრივი ადათ-წესებით.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

იქიდან გამომდინარე, რომ წიგნების სერია 30-ზე მეტ წიგნს შეიცავს, ნაწარმოები დაყოფილია 5 ნაწილად; თითო ნაწილში აღწერილია მთავარი გმირის ცხოვრების გარკვეული ეპიზოდი, რომელსაც შესაბამისი ქვესათაური ახლავს.

ნაწილები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ნაწილი Ⅰ: ჯარისკაცის ასული (1-3 ტომი)
  • ნაწილი Ⅱ: ტაძრის მოწაფე ქალწული (4-7 ტომი)
  • ნაწილი Ⅲ: ერცჰერცოგის შვილობილი (8-12 ტომი)
  • ნაწილი Ⅳ: სამეფო სასწავლებლის ეგრეთ წოდებული ბიბლიოთეკის კომიტეტის დამფუძნებელი (13-21 ტომი)
  • ნაწილი Ⅴ: ხორცშესხმული ქალღმერთი (22-33 ტომი)

როლებში (ანიმე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაინის ოჯახი და სამეზობლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • იუკა იგუჩი — მაინ / როზემაინ / ურანო მოტოსუ (მთავარი გმირი)[5][6][7][8]
  • მეგუმი ნაკაჯიმა — ტული (მაინის უფროსი და)
  • მარი ჰინო — კამილ (მაინის უმცროსი ძმა)
  • ფუმიკო ორიკასა — ევა (მაინის დედა)
  • ცუიოში კოიამა — გიუნტერ (მაინის მამა)
  • მუცუმი ტამურა — ლუც (მაინის მეგობარი)
  • ჰიტომი ნაბატამე — რალფ (ლუცის უფროსი ძმა)
  • იუკინე იაეჰატა — ჯიკ (ლუცის უფროსი ძმა)
  • მარი ჰინო — ზაშა (ლუცის უფროსი ძმა)
  • იუმირი ჰანამორი — ფეი (ლუცის ბიძაშვილი)
  • იუკო ტაჩიბანა — კარლა (ლუცის დედა)
  • სოუ ტაკეუჩი — დიიდ (ლუცის მამა)
ვაჭრები და ოსტატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სატოში ჰინო — ოტო (გიუნტერის ხელქვეითი ჯარისკაცი და ყოფილი მოგზაური ვაჭარი)
  • ტაკეჰიტო კოიასუ — ბენო (ვაჭარი)
  • ტომოაკი მაენო — მარკ (ბენოს თანაშემწე)
  • რიკა კინუგავა — კორინა (კომპანია გილბერტას მემკვიდრე, ოტოს ცოლი და ბენოს და)
  • ჰიროში ნაკა — გუსტავ (ვაჭართა გილდიის უფროსი)
  • აია უჩიდა — ფრიდა (გუსტავის შვილიშვილი)
  • მაიუმი იამაგუჩი — ილზე (ფრიდას მზარეული)
  • ნაგისა მარუიამა — ელა (მაინის მზარეული)
  • სოუ ტაკეუჩი — ჰუგო (მაინის მზარეული)
  • კოუჯი ტაკაჰაში — იოჰან (მჭედელი, მაინის ე.წ. „გუტენბერგი“)
  • ტაკუგო ივაკავა — ბიარს (მელნის მწარმოებელი)
  • აიანო შიბუია — ჰაიდი (მელნის მწარმოებელი და ბიარსის ქალიშვილი)
  • ტომოჰიტო ტაკაცუკა — იოზეფ (მელნის მწარმოებელი და ჰაიდის ქმარი)
  • ტოშიცუგუ ტაკაშინა — ვოლფ (მელნის გილდიის უფროსი)
ერენფესტის ტაძრის სასულიერო პირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მიცუაკი ჰოშინო — ბეზევანს (ეპისკოპოსი)
  • შოუ ჰაიამი — ფერდინანდ (არქდიაკონი, ლურჯი სამღვდელოების წევრი)
  • კაცუნორი ოკაი — ეგმონტი (ლურჯი მღვდელი)
  • იოშიუკი იტო — არნო (რუხი დიაკონი, ფერდინანდის მსახური)
  • შოუ კარინო — ფრან (რუხი დიაკონი, ფერდინანდის და მაინის მსახური)
  • იუკო სანპეი — გილ (რუხი დიაკონი, მაინის მსახური)
  • ჩიო ტომარუ — დელია (რუხი დიაკონისა, ეპისკოპოსის და მაინის მსახური)
  • კიონო იასუნო — ვილმა (რუხი დიაკონისა, მაინის მსახური)
  • მინორი სუძუკი — როზინა (რუხი დიაკონისა, მაინის მსახური)
  • იუკი ნაგანო — იენი (რუხი დიაკონისა, ეპისკოპოსის მსახური)
დიდგვაროვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • კაძუჰიკო ინოუე — ზილვესტერ (ერენფესტის „აუბი“/ერცჰერცოგი და ფერდინანდის ნახევარძმა)
  • ტოშიჰიკო სეკი — იუსტოკე (თავადი, ფერდინანდის მდივანი და კამერდინერი)
  • ტოშიუკი მორიკავა — კარსტედ (თავადი, ერენფესტის რაინდთა ორდენის მეთაური)
  • იუსუკე კობაიაში — ეკჰარტ (თავადი, კარსტედის ვაჟიშვილი და ფერდინანდის მცველი რაინდი)
  • იუიჩიროუ უმეჰარა — დამუელ (ქვეაზნაური რაინდი)
  • ჰარუკი იშია — შიკიკოზა (ზეაზნაური რაინდი)
  • აკანე ტომონაგა — გლორია (დალდორფის ვიკონტესა და შიკიკოზას დედა)
  • კენიუ ჰორიუჩი — გრაუზამ / „გიბე“ გერლახ (გერლახის ვიკონტი)
  • ჩაფურინ — გრაფი ბინდევალდ (თავადი არენსბახას საჰერცოგოდან)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „წიგნის ჭიის აღზევება“ ფენტეზის რომანის ანიმე ეკრანიზაცია იგეგმება ინგლისურად. Anime News Network (7 მარტი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი, 2023. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2023.
  2. „წიგნის ჭიის აღზევება“ ანიმეს მე-2 ნაწილს ემატება 3 პერსონაჟი ინგლისურად. Anime News Network (9 სექტემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი, 2023. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2023
  3. „წიგნის ჭიის აღზევება“ ანიმეს მე-3 სეზონის ვიდეოში მაინ წინა პლანზეა ინგლისურად (20 იანვარი, 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი, 2023. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2023
  4. „წიგნის ჭიის აღზევების“ ანიმე გაგრძელებას მიიღებს Wit Studio-სგან. ინგლისურად. Anime News Network (6 დეკემბერი, 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 დეკემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2024.
  5. "წიგნის ჭიის აღზევება" გამხმოვანებლები. IMDB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2023 (UTC+04:00). ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2023.
  6. "წიგნის ჭიის აღზევება" 1-ელი სეზონის გამხმოვანებლები იაპონურად. mau2.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2023 (UTC+04:00). ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2023.
  7. "წიგნის ჭიის აღზევება" მე-2 სეზონის გამხმოვანებლები იაპონურად. mau2.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2023 (UTC+04:00). ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2023.
  8. "წიგნის ჭიის აღზევება" მე-3 სეზონის გამხმოვანებლები იაპონურად. mau2.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2023 (UTC+04:00). ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2023.

ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]