წიგნის ქურდი
წიგნის ქურდი — ისტორიულ-მხატვრული რომანი ავსტრალიელი ავტორის მარკუს ზუზაკის ავტორობით, რომელიც ვითარდება ნაცისტურ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროს. 2005 წელს გამოქვეყნებული წიგნის ქურდი საერთაშორისო ბესტსელერად იქცა, ითარგმნა 63 ენაზე და გაიყიდა 17 მილიონი ეგზემპლარი.2013 წელს შეიქმნა სრულმეტრაჟიანი ფილმი, წიგნის ქურდი.
რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას, ლიზელ მემინგერის თავგადასავლებს. მთხრობელი — სიკვდილია, რომანი წარმოგვიდგენს მიმდინარე ომის დროს განცდილი დანაკარგ, მსხვერპლის ცხოვრებასა და ხედვას. ნაწარმოების მთავარი თემებია სიკვდილი, ლიტერატურა და სიყვარული.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამბავი 1938 წელს იწყება, როდესაც ცხრა წლის ლიზელ მემინგერი თავის უმცროს ძმასთან, ვერნერთან ერთად, მატარებლით მიემგზავრება ახალ აღმზრდელებთან მოლხინგში. მათ დედას, კომუნისტს, აღარ შეუძლია მათზე ზრუნვა ნაცისტური რეჟიმის მზარდი საფრთხეების გამო. ვერნერი მოგზაურობის დროს იღუპება და გულგატეხილი ლიზელი სადგურიდან იპარავს წიგნს, მესაფლავის სახელმძღვანელოს. ქურდობის ეს აქტი მისი სიტყვებთან და ამბების თხრობასთან კავშირის დასაწყისი ხდება.
მოლხინგში ჩასვლისას ლიზელი თავის ახალ აღმზრდელებთან, ჰანს და როზა ჰუბერმანებთან თავსდება. ჰანსი კეთილი გულის ადამიანია და ლიზელთან მეგობრულ კავშირს ამყარებს. როზა მკაცრი და უხეშია, ხშირად აშინებს ლიზელს. მიუხედავად ახალ ცხოვრებასთან შეგუების სირთულეებისა, ლიზელი ნუგეშს პოულობს მამობილის სითბოს დახმარებით.
როდესაც ლიზელი თავის ახალ სახლში მკვიდრდება, იგი ებრძვის მარტოობოასა და დანაშაულის გრძნობას ძმის სიკვდილის გამო. მეზობელ ბიჭთან, რუდი შტაინერთან მეგობრობა მას ყურადღებას გადაატანინებს. რუდი თაყვანს სცემს ჯესი ოუენსს, აფროამერიკელ ათლეტს, და ისინი ერთად ცელქობენ.
ლიზელის სიყვარული წიგნებისადმი ღრმავდება, რაც მას უბიძგებს მეტი წიგნის მოპარვისკენ. იგი იპარება მერის სასახლეში, სადაც აღმოაჩენს ბიბლიოთეკას. იქ გაიცნობს მერის ცოლს, ილსა ჰერმანთან. ეს უკანსასკნელი კი უფლებას აძლევს ისარგებლოს ლიზელმა მათი ბიბლიოთეკით.
თხრობა იძაბება მაშინ, როდესაც ჰუბერმანები გადაწყვეტენ, თავიანთ სარდაფში დამალონ ებრაელი კაცი სახელად მაქს ვანდენბურგი. მაქსს კავშირი აქვს ჰუბერმანების ოჯახთან, რადგან ჰანსს იცნობდა პირველი მსოფლიო ომიდან. როდესაც მაქსი მათი ოჯახის ნაწილი ხდება, ის და ლიზელი დამეგობრდებიან. ორივეს ძალიან უყვართ ამბების თხრობა და მოსმენა.
დაძაბულობა კულმინაციას აღწევს მოლხინგის დაბომბვის დროს, რაც ტრაგიკულ შედეგებს იწვევს. ლიზელი თავდასხმას გადაურჩება, მაგრამ ჰუბერმანების სახლი განადგურდება და ის კარგავს საყვარელ მშობლებს, ჰანსსა და როზას. დაბომბვის მსხვერპლთა შორის არის რუდი შტაინერი, ლიზელის საუკეთესო მეგობარი და სანდო პირი, რომლის სიკვდილი მას გაანადგურებს. ეს ღრმა დანაკარგი ლიზელს მარტო ტოვებს დაუძლეველ მწუხარებასთან ბრძოლაში.
დაბომბვის შემდეგ ლიზელს მერი და მისი მეუღლე შეიფარებენ, სადაც ის თავისი ცხოვრების ხელახლა აწყობას იწყებს. ახალ გარემოში ის ნუგეშს პოულობს კითხვასა და წერაში, აგრძელებს ჰანსის, როზას და რუდის ხსოვნის პატივისცემას. მერის ცოლი, ილსა, აღიარებს ლიზელის ნიჭსა და სიყვარულს ამბების თხრობისადმი.
ომის დასასრულისკენ, ლიზელის გამოცდილებები აყალიბებს მის მსოფლმხედველობას. ბოლო თავები წარმოაჩენს ზრდასრულ ლიზელს, რომელიც ფიქრობს თავის ცხოვრებასა და იმ ადამიანების მოგონებებზე, რომლებიც ომის დროს დაკარგა. საბოლოოდ ის ავსტრალიაში გადადის საცხოვრებლად, სადაც ქორწინდება და ოჯახს ქმნის, მაგრამ მისი გული რჩება მიჯაჭვული ბავშვობასა და იმ ადამიანებზე, რომლებმაც ის ჩამოაყალიბეს.
დასასრულში, სიკვდილი კვლავ უბრუნდება ლიზელის ცხოვრებას, წარმოაჩენს რა მისი ამბის გავლენას. ის ფიქრობს ადამიანური კავშირების მდგრად ბუნებაზე და იმ ამბებზე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას აყალიბებენ.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიკვდილი — სიკვდილი, სულების შემგროვებელი, მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას ამბავს ნაცისტური გერმანიიაში და მეორე მსოფლიო ომის საშინელ დროს.
- ლიზელ მემინგერი — ამბის მთავარი გმირი. გოგონა გერმანული ქერა თმითა და ყავისფერი თვალებით. ჰუბერმანები მას იშვილებენ მას შემდეგ, რაც მისი ბიოლოგიური მამა ნაცისტებმა წაიყვანეს რომანის დაწყებამდე, კომუნისტობის გამო. მისი ძმა იღუპება და დედა იძულებულია ის მინდობილობით ოჯახში გაგზავნოს, რათა თავი აარიდოს ნაცისტურ დევნას. ლიზელი არის სათაურში ნახსენები წიგნის ქურდი; სიტყვების ძალით მოხიბლული, ის რამდენიმე წიგნს იპარავს.
- ჰანს ჰუბერმანი — ლიზელის მამობილი და როზას მეუღლე. ჰანსი გერმანელი ჯარისკაცი იყო პირველი მსოფლიო ომის დროს. ახლა ის აკორდეონის დამკვრელი და მხატვარია. მას ლიზელთან ახლო და მოსიყვარულე ურთიერთობა აქვს. ჰანსი გულშემატკივრობს ლიზელს. ის მუდმივად უჭერს მხარს. ლიზელის მსგავსად, მასაც არ აქვს დიდი გამოცდილება კითხვაში. ეს ორი ერთმანეთს ეხმარება კითხვაში და წერენ ყველა სიტყვას, რომელსაც სწავლობენ. ჰანსი ეხმარება მაქსს, რადგან მაქსის მამამ გადაარჩინა ჰანსი პირველ მსოფლიო ომში.
- როზა ჰუბერმანი — როზა ლიზელის დედობილია. მას აქვს თავისებური აღნაგობა, უკმაყოფილო სახე, ხუთი ფუტის სიმაღლე, ყავისფერ-ნაცრისფერი თმა. მიუხედავად მისი ხასიათისა, ის მოსიყვარულე მეუღლეა ჰანსისთვის. საბოლოოდ ის ლიზელსაც კაგად ექცევა.
- მაქს ვანდენბურგი — ებრაელი, რომელიც ნაცისტური რეჟიმისგან თავს აფარებს ჰუბერმანების სარდაფში. ის პირველი მსოფლიო ომის გერმანელი ჯარისკაცის შვილია, რომელიც ჰანს ჰუბერმანთან ერთად იბრძოდა. მას აქვს ყავისფერი თმა და ჭაობისფერი თვალები. ნაცისტების ტერორის დროს, ჰანსი თანხმდება შეიფაროს მაქსი და დამალოს იგი ნაცისტური პარტიისგან. ჰუბერმანების სახლში ყოფნისას, მაქსი უმეგობრდება ლიზელს. მათ აერთიანებთ სიყვარული სიტყვებისადმი. ჰანსი ლიზელს ჩუქნის სახატავ რვეულს, რომელშიც თავისი ცხოვრების ისტორიაა მოთხრობილი, რაც ლიზელს ეხმარება განვითარდეს როგორც მწერალი და მკითხველი.[1]
- რუდი შტაინერი — ლიზელის მეზობელი. რუდი გამხდარია, აქვს ცისფერი თვალები, ლიმონისფერი თმა. რუდის შეუძლია მარტივად ჩაიგდოს თავი საფრთხეში, რადგან ერევა სხვის საქმეში.მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არქეტიპულ გერმანელს ჰგავს, იგი არ უჭერს მხარს ნაცისტებს. რუდი მრავალშვილიანი ოჯახის წევრია, ის მუდმივად მშიერია. იგი ცნობილია მთელ უბანში „ჯესი ოუენსის ინციდენტის" გამო, როდესაც ერთ ღამეს მთელი თავი შავად შეიღება ნახშირით და ასი მეტრი გაირბინა ადგილობრივ სპორტულ მოედანზე. იგი ნიჭიერია, რაც ნაცისტური პარტიის ოფიციალური პირების ყურადღებას იპყრობს. მათ უნდათ, რომ რუდი დაიქირავონ, მაგრამ რუდის არაკეთილგანწყობილია ნაცისტების მიმართ. რუდი ხდება ლიზელის საუკეთესო მეგობარი და მოგვიანებით ის შეუყვარდება კიდეც.
- ილზა ჰერმანი — მოლხინგის მერის მეუღლე, რომელიც ასაქმებს როზა ჰუბერმანს. იგი დეპრესიაში ჩავარდა თავისი ერთადერთი ვაჟის, იოჰანის, დიდ ომში დაღუპვის შემდეგ. ილზა საშუალებას აძლევს ლიზელს ესტუმროს, წაიკითხოს და მოიპაროს წიგნები თავისი ბიბლიოთეკიდან. იგი ლიზელს პატარა შავ წიგნს ჩუქნის, რაც გოგონას საკუთარი ამბის დაწერისკენ უბიძგებს.
- ვერნერ მემინგერი — ლიზელის პატარა ძმა, რომელიც უეცრად გარდაიცვალა მატარებელში დედასთან და და-ძმასთან ერთად, დაკრძალულია მატარებლის ლიანდაგების მახლობლად მდებარე სასაფლაოზე.
- პაულა მემინგერი — ლიზელის დედა მხოლოდ რამდენჯერმეა ნახსენები ამბავში. მან თავისი შვილები მიაბარა აღმზრდელებს, რათა ისინი ნაცისტური დევნისგან გადაერჩინა. გარკვეული დროის განმავლობაში, ლიზელი წერილებს სწერს დედას. გოგონა ფიქრობს, არსებობს შანსი, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია. [1]
- ჰანს უმცროსი — ი ჰანს და როზა ჰუბერმანების ვაჟი. იგი მხარს უჭერს ნაცისტურ პარტიას და ამის გამო ხშირად კამათობს მამასთან. საბოლოოდ, მას გზავნიან სტალინგრადის ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. [1]
თემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიკვდილიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წიგნს წარმოგვიდგენს პერსონაჟი/მთხრობელი სიკვდილი, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ სიკვდილი მეტად მნიშვნელოვანია თითოეული პერსონაჟის ცხოვრებაში. ვინაიდან რომანი მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება, სიკვდილი და გენოციდი თითქმის ყველგან შეიმჩნევა.
სიკვდილი წარმოდგენილია ისე, რომ ის ნაკლებად შორეული და საშიშია. იმის გამო, რომ თავადაა მთხრობელი. ის ხსნის თითოეული პერსონაჟის განადგურების მიზეზებს და აღწერს იმას, თუ რას გრძნობს, როცა თითოეული პერსონაჟის სიცოცხლე უნდა წაიღოს. შეიძლება ითქვას, სიკვდილი შიშის ნაცვლად ზრუნვის გრძნობას იწვევს. ერთ მომენტში, სიკვდილი აცხადებს „სიკვდილსაც კი აქვს გული", რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიკვდილისა და გარდაცვალების კონცეფციაში ზრუნვის გრძნობა არსებობს.[2]
ენა, კითხვა და წერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთელი რომანის განმავლობაში, ენა, კითხვა და წერა წარმოდგენილია როგორც გამოხატვის თავისუფლების სიმბოლური ელემენტები. ისინი იდენტობასა და პირად თავისუფლებას ანიჭებენ იმ პერსონაჟებს, რომლებსაც აქვთ, ან რომლებიც იძენენ წიგნიერების უნარს: „სიტყვების ჭეშმარიტ ძალას". ისინი ქმნიან ჩარჩოს ლიზელის მოწიფულობისკენ სვლისთვის. ისტორიის დასაწყისში, თავისი ძმის დაკრძალვის შემდეგ მალევე, ლიზელი პოულობს წიგნს, რომლის წაკითხვაც მას არ შეუძლია. ჰანსის მეშვეობით ის ნელ-ნელა სწავლობს კითხვასა და წერას. რომანის ბოლოს ლიზელი შესანიშნავად წერს და კითხულობს.[3]
ნაწარმოებში წიგნიერება სოციალურ მარკერებად გვევლინება. მდიდარი მოქალაქეები ხშირად წარმოდგენილნი არიან წიგნებისა და მთელი ბიბლიოთეკების მფლობელებად, მაშინ როცა ღარიბები წერა-კითხვის უცოდინარნი არიან. ცხადია, მათ წიგნები არ გააჩნიათ. როზა ჰუბერმანის უხეში საუბარი სიმბოლურად ასახავს ღარიბი კლასების გამოუვალ ცხოვრებას.
ნაწარმოებში ნაცისტების მიერ წიგნების დაწვა წარმოადგენს განსახიერებულ ბოროტებას. სიმბოლურად, ლიზელის მიერ ნაცისტური კოცონიდან წიგნის გადარჩენა წარმოადგენს თავისუფლების დაბრუნებას, წინააღმდეგობას, დაუდგრომლობას ნაცისტური კონტროლის მიმართ.[2]
სიყვარული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომისა და დანაკარგის ფონზე სიყვარული წარმოადგენს ცენტრალურ თემას, რომელიც მოქმედებს, როგორც შუამავალი. ლიზელი თავის ტრავმებს გადალახავს ახალი ოჯახისა და მეგობრების სიყვარულის მეშვეობით. რომანის დასაწყისში, ლიზელი ტრავმირებულია არა მხოლოდ ძმის სიკვდილითა და ერთადერთი ოჯახისგან განშორებით, არამედ უფრო დიდი პრობლემებით - ომით გახლეჩილი გერმანია და ნაცისტური პარტიის უსამართობა. როდესაც ლიზელის მამობილი, ჰანსი, დაიწყებს ურთიერთობას გოგონასთან, მათი მამაშვილური უანგარო სიყვარული ლიზელს ძალიან დაეხმარება არსებული შინაგანი მდგომარეობის დალაგებაში. ლიზელისა და ებრაელი მაქსის მეგობრობა იმდროინდელი ნაცისტური რეჟომისათვის აბსოლუტურად განსხვავებულია. ნაცისტურ საზოგოადოებასა და ამ ოჯახს შორის დიდი კონტრასტია, ეს კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს სიყვარულის ძლევამოსილებას. [2] ლიზელის საბოლოო სიტყვებია „მე მძულდა სიტყვები და მიყვარდა ისინი და იმედი მაქვს, რომ ისინი სწორად გამოვიყენე."[2] ლიზელს აქვს ძალა, ფურცელზე გამოხატოს თავისი სიყვარული.
აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„წიგნის ქურდი", ზოგადად, კარგად იქნა მიღებული საზოგადოებაში. BookMarks-ის მიხედვით, წიგნმა მიიღო დადებითი შეფასება შვიდი კრიტიკოსის რეცენზიის საფუძველზე. Bookmarks-ის 2006 წლის ივლისი/აგვისტოს გამოცემაში წიგნმა მიიღო 3.5 ვარსკვლავი.[4][5][6]
- 2006: თანამეგობრობის მწერლების პრემია საუკეთესო წიგნისთვის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და სამხრეთ წყნარი ოკეანე)
- 2006: School Library Journal წლის საუკეთესო წიგნი
- 2006: დენიელ ელიოტის მშვიდობის ჯილდო
- 2006: Publishers Weekly წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი
- 2006: ეროვნული ებრაული წიგნის ჯილდო ბავშვთა და ახალგაზრდულ ლიტერატურაში[7]
- 2007: მაიკლ ლ. პრინცის საპატიო წიგნი.[8] პრინცის ჯილდო ენიჭება საუკეთესო წიგნს მოზარდებისთვის, მხოლოდ წერის ხარისხის საფუძველზე.
- 2007: Book Sense წლის წიგნის ჯილდო საბავშვო ლიტერატურაში
- 2007: სიდნეი ტეილორის წიგნის ჯილდო საუკეთესოსთვის ებრაულ საბავშვო და ახალგაზრდულ ლიტერატურაში
- 2007: საუკეთესო წიგნები ახალგაზრდა მოზრდილებისთვის (ამერიკის ბიბლიოთეკის კლუბი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Zusak, Markus (2005) The Book Thief. Alfred A. Knopf.
- 1 2 3 4 Concept Analysis The Book Thief. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 July 2019. ციტირების თარიღი: 4 May 2015
- ↑ The Book Thief: Liesel Meminger en. ციტირების თარიღი: 2022-09-25
- ↑ The Book Thief. ციტირების თარიღი: 12 July 2024
- ↑ The Book Thief. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 Jan 2013. ციტირების თარიღი: 12 July 2024[მკვდარი ბმული]
- ↑ The Book Thief By Markus Zusak. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 Sep 2015. ციტირების თარიღი: 14 January 2023[მკვდარი ბმული]
- ↑ Past Winners. Jewish Book Council. ციტირების თარიღი: 20 January 2020
– Fiction: The Book Thief. Jewish Book Council. ციტირების თარიღი: 1 November 2019 - ↑ 2006 Blue Ribbons. The Bulletin of the Center for Children's Books. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 6 January 2013