წიგნარის დაცობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წიგნარის დაცობა (ლათ OBSTRUCTION OMASI) - ხასიათდება წიგნარის ფურცლებსშუა ნიშების საკვების მაგარი ნაწილაკებით ან სილით გადავსებით.

გამომწვევი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადავსება შეიძლება აღმოცენდეს წვრილად დაჭრილი ნამჯის, ბზის, მარცვლის, ფეტვის, შვრიის, ბამბის ჩენჩოს და სხვათა დიდი რაოდენობით მიცემის შემდეგ, ან ცხოველის მიერ მიწის ჭამით, მინერალური შიმშილის დროს. დაავადების წარმოშობას ხელს უწყობს არასაკმარისი წვნიანი საკვების, წყლის მიღება და მოციონის უკმარისობა, განსაკუთრებით მაკეობის მეორე ნახევარში.

კლინიკური ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნარის გადავსების ნიშნად ითვლება მოწყენილობა. შეზღუდული მოძრაობა, მადისა და წყურვილის დაკარგვა, ცოხნის შეწყვეტა. ფაშვის შეკუმშვების შემცირება და შესუსტება, მისი რითმის დარღვევა. წიგნარაში ხმიანობა სუსტად და იშვითად ისმის, შემდგომში სავსებით ქრება. წიგნარის პერკუსიით ვადგენთ ბგერის საზღვრების გადიდებას, ტკივილს და გაძლიერებულ კვნესას. მაჭიკისა და ნაწლავების პერისტალტიკა სუსტდება, ადგილი აქვს დეფეკაციის გაიშვიათებას, ჩნდება ყაბზობა.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უპირველეს ყოვლისა შევუწყვეტთ საკვებს, რომელმაც გამოიწვია დაავადება და ვაძლევთ წვნიან საკვებს (სილოსი, შაქრის ჭარხალი, სტაფილო და სხვა). წყალი ეძლევა ნებაზე, მედიკამენტური ჩარევა უნდა იყოს მიმართული წინაკუჭების მოტორული ფუნქციის გაძლიერებისაკენ და წიგნარის შიგთავსის გათხიერებისა და მოშორებისაკენ. აღნიშნულისათვის როგორც შიგნით, ასევე წიგნარაში შეჰყავთ საფაღარათო მარილები და ზეთები, რომლის შემდეგ ვაძლევთ რუმინატორულ საშუალებებს. კარგ შედეგს იძლევა ნატრიუმის ქლორიდის 5% -იანი ხსნარის ვენაში შეყვანა.

Erste hilfe.svg გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!