წიბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წიბა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მაჯაღვერისებრნი
გვარი:  მაჯაღვერი
სახეობა:  წიბა
ლათინური სახელი
Daphne glomerata Lam


წიბა (ლათ. Daphne glomerata) — 50 სმ-მდე სიმაღლის ბუჩქია. ღერო შიშველია, მურა ნაცრისფერი ქერქით, ძირიდანვე დატოტვილი, ტოტები წამოწეულია, მარტივია ან ორთითასებურად დატოტვილი. ფოთლები მოგრძოლანცეტაა ან ნიჩბისებური, მჯდომარეა და თავმოყრილი ტოტების ბოლოებზე. ყვავილები სურნელოვანია, 3-16 ყვავილი ერთად კონებად არის შეკრებილი. ყვავილსაფარი გარედან ვარდისფერია, შიგნიდან – თეთრი. ყვავილსაფრის ნაკვთები ლანცეტაა, ნაყოფი-წითელი. იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლების მდელოებზე და ბუჩქნარებში, ძლიერ გაძოვებულ ადგილებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, შუა და აღმოსავლეთ აზიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 796.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წიბა&oldid=4395325“-დან