წვერის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წვერის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში. ეკლესია აგებულია XI საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია. დგას კლდოვან კონცხზე. ნაგებია შერეული სამშენებლო წყობით. სამშენებლო მასალას აგური, ქვა და დუღაბი წარმოადგენს. საბურველი თუნუქისაა. აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული. მასში განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. საკურთხევლის ნიშა თაღოვანია. კედლებზე შემორჩენილია ფრესკა. შიდა გადახურვა ცილინდრულია, აფსიდისა კი - კონქი. იატაკი კერამიკულია.

ფასადის მორთულობას ერთსაფეხურიანი ცოკოლი და აგურის ლავგარდანი წარმოადგენს. ნაოთხალიანი კარი სწორკუთხა ანუ არქიტრავულია. სარკმელი - თაღოვანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7278