წვერის სპარსანგელოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წვერის სპარსანგელოზი — კოპლექსი, არქიტექტურული ძეგლი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოს ახლოს, მდინარე სნოსწყლის მარჯვენა ნაპირას, მთაზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

ლეგენდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდის თანახმად, ამ ადგილს „წვერის სპასანგელოზი“ ერქვა. საბრძოლოდ მიმავალი ლაშქარს — სპას, ამ სალოცავზე უნდა მიეღო კურთხევა, ამას ბრძოლაში გამარჯვების საწინდრად თვლიდნენ. მეორე ლეგენდა სოფელში მცხოვრებ მზეთუნახავ სეენჯა გოდერძიშვილს უკავშირდება. სპარსთა შემოსევის დროს სეენჯა მოუტაცებიათ და განჯის ციხეში დაუმწყვდევით. ტყვეობში ქალს შვილი შესძენია. იგი საშინლად იტანჯებოდა. ერთ ღამეს მას წმინდა გიორგი გამოცხადებია, ვერცხლის საყურეები აიღო და ღამით სამშობლოში დაბრუნდებიო. ასე გამეორებულა სამ ღამეს. სამშობლოს სიყვარულითა და ღვთის თანადგომით გამხნევებული სეენჯა სნოში მისულა. ამ ფაქტის აღსანიშნავად სნოელებმა წვერის სპარსანგელოზი ააგეს და მოსვლის დღეს (ხუთშაბათს) ათანგენობა დააწესეს.

კომპლექსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპლექსი შედგება სალოცავის, შესაწირი ნიშის და ხუთი სათავსისაგან; ნაგებია ფიქალით.

სალოცავი გეგმით ოთხკუთხაა (7,5x4 მ), ნაგებია ფიქალით. კედლები მასიურია (სისქე 1 მ). დაზიანებულია. ჩაქცეულია გადახურვა. სწორკუთხა შესასვლელი აღმ-იდანაა. სალოცავის ჩრდ. კედელში (სისქე 2,5 მ) ვიწრო მაღალი შეღრმავებაა, რომლის დასავლეთ კედელში ნიშია მოწყობილი. ჩრდ. კედეშივეა გაჭრილი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელი.

შესაწირი ნიში (სიმაღლე 2,3 მ) სალოცავის დას-ითაა, დაახლ. 10 მეტრზე. ნიშის ფუძე ოთხკუთხაა (2,3x1,6 მ). მასზე აღმართულია სქელი კედელი. კედელში ერთი მეორის ზემოთ განალგებულია ორი პატარა თახჩა. აღმ-ით დგას თანამედროვე (შეწირული) ჯვარი. ორიოდე მეტრის დაშორებით ძევს სადროშე ქვა. სათავსები თითქმის დანგრეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19750