წვერიანი კოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წვერიანი კოლი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 18-27 კგ.
სიმაღლე 51-56 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

წვერიანი კოლი (ინგლ. Bearded Collie) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XVI საუკუნეში.

გადმოცემის თანახმად, წვერიანი კოლი პოლონური ნაგაზიდან მოდის. დიდი ბრიტანეთის „დაპყრობის“ შემდეგ ეს ჯიში წარმატებით გავრცელდა აშშ-სა და კანადაში. წვერიანი კოლი XX საუკუნის დასაწყისისთვის თითქმის განადგურდა და მხოლოდ 1944 წელს აღადგინეს, როდესაც ქალბატონმა უილსონმა, რომელსაც უკვე ჰყავდა ძაღლი სახელად ჯენი, შეიძინა მეორე - სახელად ბეილი. სწორედ ამ ორი ძაღლის შთამომავალია დღეს არსებული ყველა წვერიანი კოლი.

ამ საზრიან, სიცოცხლის მოყვარულ ცხოველებს მუდმივი გონებრივი და ფსიქიკური დატვირთვა სჭირდებათ. ის იდეალურია ენერგიული ადამიანისათვის, რომელსაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს. წვერიანი კოლი ადვილად ეგუება ქალაქის პირობებს და სიცივეს, ძნელად იწვრთნება. აქვს საშუალო ზომის ყურები, რომლებიც დაფარული გრძელი ბალნით, ასევე გრძელი ბალნითაა დაფარული წინა ფეხები, აქვს გრძელი კუდი. ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ნაცრისფერი, ხორბლისფერი, ცისფერი, ყავისფერი, შავი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: