წესიერი იკოსაედრი
იერსახე

წესიერი იკოსაედრი (ძვ. ბერძნ. εικοσάεδρο < εἴκοσι — „ოცი“ და ἕδρον — „ფუძე“) — ხუთი შესაძლო წესიერი მრავალწახნაგიდან ერთ-ერთი. იკოსაედრი შედგება ოცი წესიერი სამკუთხედისგან, რომლებიც მის წახნაგებს წარმოადგენს. იკოსაედრს აქვს 12 წვერო, 30 წიბო; თითოეულ წვეროში თავს იყრის 5 წიბო. თუ a- იკოსაედრის წიბოს სიგრძეა, მაშინ მისი მოცულობა
- V = 5/12 · a3(3+√5 ) ≈ 2.1817a3
ფიქრობენ, რომ სახელწოდება „იკოსაედრი“ ეკუთვნის თეეტეტს, რომელმაც იგი აღმოაჩინა. ეს ტერმინი მოიხსენიება ევკლიდეს და ჰერონის შრომებშიც.