წეროვნის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წეროვნის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის საბჭოთა მეურნეობის დასავლეთით, გორაზე. ზედაპირულად აკრეფილი მასალის მიხედვით (თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, კაჟის ნამგლის დაკბილული ჩანართი და სხვა), რომელიც ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ნამოსახლარი გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანით თარიღდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]