ქარიყლაპია (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წერი (გვარი))
ქარიყლაპია

ამურის ქარიყლაპია (Esox reicherti)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანნი
რიგი:  ქარიყლაპიასნაირნი
ოჯახი:  ქარიყლაპიასებრნი
გვარი:  ქარიყლაპია
ლათინური სახელი
Esox (Linnaeus, 1758)

ქარიყლაპია, წერი (ლათ. Esox) — თევზების გვარი ქარიყლაპიასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში. ბინადრობენ მცენარეულობით მდიდარ მტკნარ ან ოდნავ მომლაშო წყალში. მტაცებელი თევზებია. იკვებებიან როგორც სხვა თევზებით, ისე თავიანთი მოზარდებით, ბაყაყებით, პატარ-პატარა მღრღნელებით და წყალში მცურავი ფრინველებით. სქესობრივად მწიფდებიან 3–4 წლისა. ტოფობენ ადრე გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. დებენ დაახლოებით 17,5–215 ათას ქვირითს. ინტენსიური რეწვის ობიექტია, განსაკუთრებით ბელარუსში.

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]