წერილები ვაჟიშვილს
„წერილები ვაჟიშვილს“ — ლორდ ჩესტერფილდის მიერ შექმნილი ეპისტოლარული წერილების სერია, რომელიც მიეძღვნა ჩესტერფილდის ვაჟიშვილს.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"წერილები ვაჟიშვილს" ეხება სწავლის, აღზრდის, ზნეობისა და ეთიკის საკითხებს. წერილები განკუთვნილი იყო მხოლოდ ჩესტერფილდის ვაჟისთვის. ის არ შექმნილა ფართო საზოგადოებისათვის და გასაგებია, რომ მათში ხშირია ისეთი სახის რჩევა-დარიგებანი, რომლებიც ბევრისთვის მიუღებელია, მაგრამ წერილებს დიდი წარმატება ხვდა წილად.
გამოქვეყნება და შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წერილები 1774 წელს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე დიდი წარმატება ხვდა წილად. XVIII საუკუნის ბოლომდე იგი 26-ჯერ გამოიცა. ვოლტერი წერდა: "ეს სასარგებლო წიგნია და მართლაც ყველას სჯობს, რაც კი ოდესმე დაწერილა აღმზრდელობით თემაზე". ჩესტერფილდის თანამედროვე კრიტიკოსი, დოქტორი ჯონსი, წერილებს ამ სიტყვებით აფასებდა:"ეს წერილები შეიძლება ხელში მივცეთ ყველა ყმაწვილს".[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "ქართული ენა და ლიტერატურა", 2013 წ. ISBN 978-9941-10-530-2