წერეთელი (თბილისის მეტრო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წერეთლის გამზირი (მეტროსადგური))
Jump to navigation Jump to search
წერეთელი
მდებარეობა დიდუბის რაიონი
თბილისი, საქართველო
კოორდინატები 41°43′37″ ჩ. გ. 44°47′16″ ა. გ. / 41.7270306° ჩ. გ. 44.7877833° ა. გ. / 41.7270306; 44.7877833
ხაზი 2
ბაქანი 1
მშენებლობა
არქიტექტორი მ. კაციტაძე
ისტორია
გაიხსნა 15 სექტემბერი 1979 (1979-09-15)
წინა სახელები წერეთლის გამზირი

წერეთელი — თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც სადგურის მოედნისა და ტექნიკური უნივერსიტეტის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1979 წელს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორია არქიტექტორი მ. კაციტაძე. მშენებლობას აწარმოებდა საპროექტო ორგანიზაცია „თბილქალაქპროექტი“.

2006 წელს განხორციელდა სადგურის რეკონსტრუქცია. შეიცვალა ინტერიერის დიზაინი: დამონტაჟდა პლასტიკატის დეკორატიული პანელები და ტელე-ეკრანები.

სადგურის მოსაცდელი დარბაზის ბოლოში კედელზე მწერალ აკაკი წერეთლის ბიუსტის ჰორელეფური გამოსახულებაა მოცემული. სადგური ერთი შესასვლელი აქვს, სადაც მგზავრებს „საქართველოს ბანკის“ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]