სიმონ წერეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წერეთელი, სიმონ)
Jump to navigation Jump to search

სიმონ ზურაბის ძე წერეთელი (დ. 1773) — წერეთელთა სათავადო სახლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. სოლომონ II-ის პოლიტიკის მიმდევარი, მისი ამალის წევრი. 1810 წელს თბილისიდან გაქცეულ მეფეს ახალციხის საფაშოში გაჰყვა, შემდეგ კი — ემიგრაციაში თურქეთში. სამშობლოში დაბრუნდა მეფის გარდაცვალების შემდეგ (1816) და შეურიგდა რუსეთის მთავრობას. 1819–1820 წლებში იმერეთის აჯანყების დროს რუსეთის მთავრობის ერთგულებისათვის კაპიტნის ჩინი უბოძეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 2, თბ., 1981;
  • Гиилосаров П., О царе Соломоне II и бывшем при нем управлении, Кавказский календарь на 1859 год, Тфл. 1858;
  • სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 309, თბ., 1987 წელი.