დავით წერეთელი (მხატვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წერეთელი, დავით კონსტანტინეს ძე)

დავით კონსტანტინეს ძე წერეთელი (დ. 14 ივლისი[ ძვ. სტ. 1 ივლისი], 1896, ქუთაისი — გ. 27 ოქტომბერი, 1980, თბილისი), ქართველი ფერმწერი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1962)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვარ-დეკორატორად მუშაობდა ქართული დრამის თეატრში. 1929 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო გ. გაბაშვილისა და ე. ლანსერეს მოწაფე. იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1918 წლიდან მონაწილეობდა ქართველ მხატვართა გამოფენებში. ავტორია საინტერესო პეიზაჟებისა და პორტრეტებისა, ასევე ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფერწერული ტილოებისა:„გალაკტიონი“ (1919), „ავტოპორტრეტი“ (1922), „ქართლის ეტიუდი“, „მწერალი ნ. ლორთქიფანიძე“ (1923), „მხატვრის ქალიშვილი ნანი წერეთელი“ (1947 — ყველა მხატვრის კუთვნილება) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]