გიორგი წერეთელი (მწერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წერეთელი, გიორგი ექვთიმეს ძე)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერეთელი.
Disambig-dark.svg სიტყვას „გიორგი წერეთელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი წერეთელი.
გიორგი წერეთელი
Tsereteli Giorgi.jpg
დაბ. თარიღი 14 (26) მაისი 1842
დაბ. ადგილი გორისა, საქართველო-იმერეთის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 12 (24) იანვარი 1900 (57 წელი)
გარდ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
საქმიანობა მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus პირველი ნაბიჯი

გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი (დ. 26 მაისი [ძვ. სტ. 14 მაისი], 1842, გორისა, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 24 იანვარი [ძვ. სტ. 12 იანვარი], 1900, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა შეძლებული აზნაურისა და სახელმწიფო მოხელის ოჯახში. დედა ადრე გარდაეცვალა და მამა იძულებული გახდა გაეძიძებინა. ასე მოხვდა ყმაწვილი სამეგრელოში, სადაც გაატარა ბავშვობა. სწორედ ამან განაპირობა მისი ფსევდონიმი — „მაზაკვალის“ (მზაკველი-გამთვალავი) არჩევა.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1860) სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მეთემატიკის ფაკულტეტზე. პირადად იცნობდა ნ. ჩერნიშევსკის. სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობისათვის 1861 წელს რამდენიმე თვით დააპატიმრეს, ჯერ პეტრე-პავლეს ციხეში, შემდეგ კი კრონშტადტის საპყრობილეში. მას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დართეს სწავლის გაგრძელების ნებართვა.

60-იან წლებში გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე და გახდა "თერგდალეულთა" ერთ-რთი ფუძემდებელი. იყო პედაგოგი, პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, ესტეტიკოსი, ფილოლოგი და სხვა. 1893 წელს საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ლიტერატურულ გაზეთ "კვალს". მის თხზულებებს მიეკუთვნება: „პირველი ნაბიჯი“, „გულქანი“, „რუხი მგელი“, ავტობიოგრაფიული მოთხრობა „ჩვენი ცხოვრების ყვავილი“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • „პირველი ნაბიჯი"
  • Giorgi Tsereteli (1842-1900) and His Literary and Theoretical Views / Manana Kajaia // საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე= Bulletin of the Georgian National Akademy of Sciences: ტ.8, №2, მაისი-ივნისი-ივლისი-აგვისტო / მთავარი რედაქტორი: გ. კვესიტაძე; გამომცემელი: ლუდმილა გვერდწითელი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 2014. ISSN: 0132-1447, გვ. 123–126
    <a href="https://wikidata.org/wiki/Track:Q5061737"></a><a href="https://wikidata.org/wiki/Track:Q17378135"></a><a href="https://wikidata.org/wiki/Track:Q649"></a><a href="https://wikidata.org/wiki/Track:Q83552"></a>