წერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

წერა — აზრის (სიტყვების) წერილობითი გამოთქმა. მისი ფიქსაციის ნიშანთა სისტემას დამწერლობა ეწოდება. წერა წერილობითი (გრაფიკული) ელემენტებით სამეტყველო ინფორმაციის სხვადასხვა მანძილზე გადაცემის და დროთა განმავლობაში არსებობის საშუალებას იძლევა. თავდაპირველად ინფორმაციის გადასაცემად იყენებდნენ ისეთ საშუალებებს, როგორიცაა პიქტოგრაფია, ჭდე, ვამპუმები, კიპუ და ა.შ. საკუთრივ წერა გამომუშავდა საზოგადოებრივი ცხოვრების გართულებისა და საქალაქო კულტურის ჩამოყალიბების პროცესში. წერის სახეების კლასიფიკაციისათვის მთავარია არა ნიშანთა ფორმა, არამედ მეტყველების ელემენტთა ნიშნებით გადაცემის ხასიათი. არსებობს დამწერლობის 4 ძირითადი ტიპი — იდეოგრაფიული, სიტყვიერ-მარცვლოვანი (ლოგოგრაფიულ-სილაბური), საკუთრივ სილაბური და ასო-ბგერითი (ანბანური). კონკრეტულ სისტემებში ეს ტიპები, ჩვეულებრივ, სრულად სუფთა სახით არ არსებობს.[1]

წერის სისტემა დაფუძნებულია იმავე სტრუქტურებზე, რაზეც მეტყველება — გრამატიკასა და სემანტიკაზე, მაგრამ აქვს დამატებითი შეზღუდვები და წესები, რაც დამოკიდებულია თითოეული კულტურისთვის დამახასიათებელ მართლწერის სისტემაზე. წერითი აქტივობის შედეგად მიღებულ პროდუქტს „ტექსტი“ ეწოდება, ხოლო ამ ტექსტის განმმარტებელს ან დამკვირვებელს — „მკითხველი“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дьяконов И. М. Письмо // Большая российская энциклопедия. т. 26. — М., 2014. — стр. 278.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წერა&oldid=4289772“-დან