წეკელდის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წეკელდის ქედი — ანტიკლინური სერი ასხის კარსტულ მასივზე, ქვიბიას გაუდინარი ქვაბულის სამხრეთ მხარეს, ლეჩხუმ-იმერეთ-ოდიშის საზღვარზე. მიმართულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. აგებულია ცარცული კირქვებით და ტერიგენული ქანებით. კირქვული ნაწილი დაკარსტულია, ქედის დასავლეთი ნაწილი ტყითაა შემოსილი, აღმოსავლეთ ნაწილის თხემურ ზოლში ალპური ლანდშაფტია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]