წედისი (ონის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წედისი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
წედისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი წედისი
კოორდინატები 42°31′56″ ჩ. გ. 43°32′52″ ა. გ. / 42.53222° ჩ. გ. 43.54778° ა. გ. / 42.53222; 43.54778
მოსახლეობა 53[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 94,3 %
ოსები 3,8 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
წედისი (ონის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
წედისი (ონის მუნიციპალიტეტი)
წედისი (ონის მუნიციპალიტეტი) — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
წედისი (ონის მუნიციპალიტეტი)

წედისისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ირი, სხანარი, ქვედი, ქვედრულა). მდებარეობს კუდაროს ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჯეჯორის მარჯვენა მხარეზე. ქალაქ ონიდან წედისამდე 16 კილომეტრი მანძილია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წედისს აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება შიდა ქართლი, დაწყებული ქვედის ტბიდან დამთავრებული მდინარე ჯეჯორამდე. დასავლეთის საზღვარი არის მდინარე ჯეჯორასა და მდინარე ქვედრულას შესართავი. ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი სხანარი, ხოლო სამხრეთით სოფელი ირი. სოფელი გაშენებულია ტაფობში, მას ირგვლივ აკრავს მთები და ბორცვები. დასავლეთ მხარეზე ორ ბორცვს ერთმენეთისგან ჰყოფს რვა-ბნელა ღელის წყალი, რომელიც ერთვის მარჯვენა მხრიდან მდინარე ჯეჯორას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაპართა გადმოცემით რაჭის წედისი, ქართლის წედისიდან ყოფილა შექმნილი და წარმოშობილი. ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში არის სოფელი წედისი. ქართლიდან რაჭაში წამოსულან ძმები: ლომინი, ლეკვიჩა და გოგილა. გადაუწყვეტიათ იქ ჩასახლება. ძმები ერთმანეთისაგან მოშორებით დასახლებულან ცალ-ცალკე. სახლები აუგიათ ადგილზე დამზადებული მასალით. მხოლოდ ერთი პატარა ველი ყოფილა და იქ დასახლებულან. დღესაც ეძახიან წედურები ამ ადგილს „ველუკას“. სავარაუდოა, რომ ყმაწვილები გამოექცნენ ბატონყმობის აუტანელ პირობებს და აქ ცხოვრება აირჩიეს. თავიანთი თავის ბატონ-პატრონები თვითონვე იყვნენ. ძმებს და მომავლებს, რომ არ დავიწყებოდათ თავიანთი წარმოშობა, გადაუწყვეტიათ სოფლისათვის „წედისი“ დაერქვათ, ხოლო სოფლის პირდაპირ მდებარე ბორცვისათვის „გორი“. ვინაიდან გორის რაიონიდან იყვნენ წამოსულები.

ქვედრულის მიმართულებით დიდრონი ხეებით დაფარული ადგილისათვის ხიანი. დროთა განმავლობაში მომრავლებულან, მოსულან უცხოები და „ლაინის“ ნაქსოვი მატერია მოუტანიათ ადგილის საყიდლად. მორიგაბულან და დასახლებულან კიდეც. ამ უბანს დღეს „ლაილეეთს“ ეძახიან. წედისის ტერიტორიის ერთ-ერთ მონაკვეთს „ქართლა“ ჰქვია. ეს ადგილი შედარებით ვაკეა და ალბათ ქართლის რელიეფს წაამსგავსეს და ამიტომ უწოდეს ქართლა. როგორც უკვე ავღნიშნეთ ძმები ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან საკმაოდ მოშორებული მანძილით დასახლებულან. მათი გამრავლების შედეგად პირველად ეს სამი უბანი გაჩენილა. გოგილაანთი, ლომინეეთი და ლეკვიჩაანთი. აღნიშნულ უბნებს თავიანთი მხარეები ჰჰქონდათ მიჩნეული და ერთმანეთთან სადაოც არაფერი ჰქონდათ. ასევე სასაფლაოც დაუყვიათ უბნების მიხედვით, მონაკვეთებად. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება და ყველა უბანი თავის ტერიტორიაზე ასაფლავებს მიცვალებულებს. გადიოდა დრო, მრავლდებოდნენ წედურები, მათ აღარ ჰყოფნიდათ ის ადგილი, სადაც პირველად ცხოვრობდნენ, ამიტომ საჭირო იყო გადასულიყვნენ სხვა ადგილზე საცხოვრებლად. სოფელში შეიქმნა შემდეგი უბნები: ღაჭიკასები, დავითეები, გოჩუნიანთები, გელიტიანთები, გოგილიანთები (ადამასები, ხარებასები, ზურაბასები, მიგრიეთები), ლომინეენთნი (შიშიაანთი, დათიაანთი, თედორეეთი, კაციაანთი), ლაილეენთნი (კრასანასი, მიქუნასი, მუხიტიანთი), გიორგიანთი (ხუციაანთი, ხუტუნაანთი, ნინიკიანთი, პეტრეშვილები, თაზიასები, ბერიკაანთი, გიგაანთი, ჩიჩხუნაანთი, გიგუჩაანთი, ბატისეულები), ლეკვიჩაანთნი (ბაჯულაანთი, მახარიკაანთი, მამისეენთი, ვანიკაანთი, დათუკიანთი), თვალიკაანთნი, ქოჩორაანთი, მიქუნაანთნი, ჯოჯაანთნი და ზაქარაანთნი). წედისიდან არიან ჩასულები საცხოვრებლად მაისურაძეები სოფელ ირში, სოფ. სხანარში. წედისიდან შექმნილია საკმაოდ დიდი სოფელი ქვედი. ონის რაიონის სხვა სოფლებში, მაგალითად ცხმორში, ჩორდში, შქმერში, უწერაში და სხვა, მცხოვრები წედისიდან არიან. წედისიდან შეიქმნა სამამულო ომის შემდგომ სოფ. ქვედრულა, სოფ. წედისში, სხანარში, ქვედში მაისურაძეები ცხოვრობენ.

სოფელი წედისი ცნობილი იყო რკინის მადნის მოპოვებით და რკინის იარაღების დამზადებით

ვიკიციტატა
„ჯეჯორისავე აღმოსავლით არს დაბა წედისი და ციხე მცირე. აქ არს ლითონი რკინისა და იღებენ მრავალს“

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 53 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 163 70 93
2014[1] 53 27 26

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]