წებელდის კანკელის ფრაგმენტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წებელდის კანკელის ფრაგმენტებიშუა საუკუნეების მცირე ფორმის ქართულ არქიტექტურულ ნიმუშებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საკურთხევლის კანკელის ორ ფილას, რომელიც XIX საუკუნეში სოფელ წებელდასთან აღმოჩნდა და დათარიღებულია VII-VIII საუკუნეებით. წებელდის საკურთხევლის კანკელის ფრაგმენტზე გამოსახულია ორნამენტები, მრავალრიცხოვანი ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტები. ამ რაოდენობის ბიბლიური სიუჟეტით შემკული კანკელი უცნობია ქრისტიანული ხელოვნებისათვის. ეს ფილები გამოსახვის ხერხებითა და ტექნიკით ახლოს დგას საქართველოს სხვა რეგიონების მცირე ფორმის არქიტექტურულ ძეგლებთან.

აღმოჩენის ადგილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფელი წებელდა.

ამჟამინდელი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წებელდის კანკელის ფრაგმენტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბილისი, 2015