წარჩის ფიჭერისტეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წარჩის ფიჭერისტეს ეკლესია — ეკლესია სოფელ წარჩეში, გალის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.

ეკლესია აგებულია შუა საუკუნეებში. იგი შედგება ხუთი ოთახისაგან, რომელთაგან სამს შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე. ეკლესია ნაგებია თლილი ქვებისაგან. ეკლესიის ცენტრალური ნაწილი სპეციალისტების აზრით V საუკუნით თარიღდება.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შონია ნ., ისტორიული სამურზაყანოს — ოკუპირებული გალის რაიონის კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის პირობებში, კრებ. კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის პირობებში, თბ., 2015 გვ., 135

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]