წარმართული როკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წარმართული როკი (ინგლ. Pagan rock) — როკ-მუსიკის შერეული ქვეჟანრი, რომელიც წარმოიშვა 1970-იან წლებში, სან-ფრანცისკოში და პოპულარობა ჰპოვა 1989 წლიდან - უკვე ინგლისში.

ჟანრს გამოარჩევს ნეოწარმართული და ოკულტური სტილისტიკა, რომელიც XX საუკუნის შუა წლებში იქნა აღმოცენებული. ხანდახან ხდება, რომ ამ ჟანრის ჯგუფთან ნამდვილი ოკულტური რიტუალებით დაკავებული პიროვნებები თანამშრომლობენ. იმიჯის შესაქმნელად ასეთი ჯგუფები წარმართულ გამოსახულებებს იყენებენ.

წარმართულ როკს ასრულებენ ან მის ელემენტებს იყენებენ Dead Can Dance, The Dreamside, Coil და სხვები.