წამკითხავი მოწყობილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წამკითხავი მოწყობილობა, წამკითხავი აპარატი — ავტომატური მოწყობილობა, რომელიც არჩევს ქაღალდზე დაწერილ ან დაბეჭდილ ასოებს, ციფრებსა და სხვა ნიშნებს. წამკითხავ მოწყობილობას უმეტესწილად იყენებენ გამომთვლელ მანქანებში ან მონაცემების დამუშავების სხვა ავტომატურ მოწყობილობებეში ინფორმაციის შესატანად „ქაღალდის ფურცლიდან“ პირდაპირ ინფორმაციის მატარებელზე (მაგ: პერფორირებულ ბარათზე) გადატანის გარეშე. წამკითხავი მოწყობილობის აპარატურა შედგება გამოსახულების გაშლისა და გამოსახულების გამოცნობის ბლოკებისაგან. მოწყობილობა ხასიათდება ამოკითხვისა და გამოცნობის სისწრაფით, გამოცნობის სხვადასხვა მეთოდითა და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]