წალენჯიხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წალენჯიხა (ქალაქი))
ქალაქი
წალენჯიხა

წალენჯიხის შესასვლელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°36′42″ ჩ. გ. 42°04′14″ ა. გ. / 42.61167° ჩ. გ. 42.07056° ა. გ. / 42.61167; 42.07056
ამჟამინდელი სტატუსი 1964
ცენტრის სიმაღლე 222
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3170[1] კაცი (2021)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 416[2]
საფოსტო ინდექსი 5200[3]
ოფიციალური საიტი tsalenjikha.ge
წალენჯიხა — საქართველო
წალენჯიხა
წალენჯიხა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
წალენჯიხა

წალენჯიხა — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 222 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. ქალაქში არის ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წალენჯიხა, მეგრული „წენდიხა“, ჭანისწყალი მეგრული „წენწყარი“ მდინარისა და გეოგრაფიული პუნქტის ამგვარი სახელწოდებანი დადასტურებულია როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროების მიერ.

სიმონ ჯანაშიას მიხედვით „წენი“ ანუ „წანი“ იყო ერთ-ერთი ტომთაგანი ჭანური-მეგრული განშტოებისა და არა საკუთრივ სანები. სწორედ ამ „წანი“ ტომისაგან მიიღო თავისი სახელწოდება ამ ადგილმა და იმ ციხემ (ჯიხამ), რომელიც მათ ეკუთვნოდათ (წენ-დიხა) და იმ მდინარემაც, რომელიც ციხეს ჩაუდიოდა (წენ-წყალი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

X-XI საუკუნეებში წალენჯიხა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი იყო, რაც დასტურდება წალენჯიხის საკათედრო ტაძარის მშენებლობით. დროთა განმავლობაში წალენჯიხის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა ისე, რომ XIII-XIV საუკუნეებისათვის ის დადიანების ერთ-ერთ რეზიდენციად იქცა. დადიანებს აქ ჰქონდათ სასახლე, საჭურჭლე (საგანძური) და საგვარეულო სამარხიც. ქალაქის მნიშვნელობის ზრდამ გამოიწვია XIV საუკუნეშივე ოდიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეპისკოპოსოს გადატანა წალენჯიხაში, რამაც ხელი შეუწყო კულტურული და ეკონომიკური საქმიანობის აღმავლობას.

რუსეთის იმპერიის დროს წალენჯიხა იყო ზუგდიდის მაზრის ერთ–ერთი საბოქაულოს ცენტრი. საბჭოთა პერიოდში წალენჯიხა იქცა ჩაის გადამუშავების ერთ-ერთ ცენტრად, რამაც ხელი შეუწყო დასახლების ურბანიზაციას. მოქმედებდა ჩაის ექვსი ფაბრიკა. 1964 წელს წალენჯიხამ მიიღო ქალაქის სტატუსი. დღეს მოქმედებს მხოლოდ ერთი ფაბრიკა, სადაც 300-მდე ადამიანი მუშაობს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3847 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1939 [1] 2496
1959 [1] 6486
1970 [1] 2314
1979 [1] 2632
1989[4] 9317 -- --
2002[4] 8956 -- --
2014[5] 3847 1780 2067
2021 [1] 3170

სურათები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
  5. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.