წათე II
იერსახე
| წათე II | |
|---|---|
| ეგრისის სამეფოს მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 555 |
| მმართ. დასასრული: | 561 |
| წინამორბედი: | გუბაზ II |
| მემკვიდრე: | ბარნუკ I |
წათე II — ეგრისის მეფე 554 წლის შემდეგ, გუბაზ II-ის ძმა. ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში. გუბაზ II-ის მოკვლის შემდეგ ეგრისის სახალხო კრებამ (555) მისი მეფედ დამტკიცება მოსთხოვა იუსტინიანე I-ს. იმპერატორმა ეს მოთხოვნა შეასრულა და წათე დიდი პატივით გამოგზავნა ეგრისში, სადაც ის ზეიმით აკურთხეს მეფედ. წათე II-ის მეფობის დროს გრძელდებოდა ირანისა და ბიზანტიის ბრძოლა ეგრისისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომოური ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 285.