წავკისის ღვთისმშობლის ეკლესია
წავკისის ღვთისმშობლის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | ![]() |
ქვეყანა | ![]() |
მუნიციპალიტეტი | მთაწმინდის რაიონი |
ადგილმდებარეობა | წავკისი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ბაზილიკის ტიპის |
თარიღდება | XVI-XVII საუკუნეები |
წავკისის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მთაწმინდის რაიონის სოფელ წავკისში. აგებულია XVI-XVII საუკუნეებში.
ძეგლი სასაფლაოზე მდებარეობს. იგი პატარა, ბაზილიკის ტიპის ეკლესიაა მაღალი საკურთხევლით; კარი აქვს დასავლეთის მხარეზე. ეკლესია ნაგებია ქვით, მშენებლობაში გამოყენებულია ქართული წითელი აგური. კარებთან ორივე მხარეზე ჩასმული იყო „ხაჩქარები“, რომელთაგანაც მარცხენა, უფრო დიდი და ნაცრისფერია, ხოლო მარჯვენა, პატარა მიხაკისფერი. მეოცე საუკუნის ბოლოს ჩატარებული რესტავრაციის დროს წავკისის ეკლესიიდან ხაჩქარები ჩამოიხსნა და დღეისათვის შიგნით, ეკლესიაშია, დალაგებული. სამხრეთის კედელში დატანებულია პატარა ნაცრისფერი ქვა ხუთსტრიქონიანი მთავრული ასოებით შესრულებული სომხური წარწერით, რომელიც ქართულად ასე ითარგმნება:
![]() |
„წელსა მე, მამა ავეტის მღვდელმა, აღვაშენე წმინდა ესე ეკლესია. უფალო იესო, მიიღე ხელთაგან ჩემთა.“
|
წარწერა გვიან არის ჩასმული და არაფერი აკავშირებს ტაძრის მშენებლობის დროსთან.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26799