წაბლა ნიადაგი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
წაბლა ნიადაგი − მშრალი სტეპის ნიადაგის ტიპი. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია თურქეთში, მონღოლეთში, ჩინეთში, აშშ-სა და არგენტინაში. წაბლა ნიადაგი, ასევე, გავრცელებულია ყაზახეთში, უკრაინასა, მოლდოვის სამხრეთ რეგიონებსა და ვოლგისპირეთის შუა და სამხრეთ ნაწილში. წაბლა ნიადაგს კარბონატული ქანები, ლიოსისებრი ნაფენები, იშვიათად - ლიოსიც წარმოქმნის. ამ ტიპის ნიადაგის გოროხოვან-მარცვლოვანი სტრუქტურა და ცუდი ფიზიკური თვისებები აქვს, ძირითადად, თიხნარი ან მძიმე თიხნარია. წაბლა ნიადაგის სამი სახე არსებობს: მუქ წაბლა, წაბლა და ღია წაბლა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნაკაშიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 284.