ძურწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძურწა
Starr 040713-0118 Setaria parviflora.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ძურწა
ლათინური სახელი
Setaria

ძურწა (ლათ. Setaria) — მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახებია.

125-მდე სახეობა გავრცელებულია. ტროპიკულ, სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერ სარტყელში. საქართველოში 5 სახეობა გვხვდება; მათგან მწვანე ძურწა, ყვითელი ძურწა და ნამდვილი ძურწა მთელ საქართველოშია გავრცელებული.

სუბტროპიკული კულტურების სარეველებია, გვხვდება აგრეთვე ქვიან, ბალახოვან ფერდობებზე, ბუჩქნარებში. ნორჩ მცენარეს საქონელი ეტანება. მარცვალს იყენებენ ბურღულად და შინაური ფრინველების საკენკად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]