ძუარიყაუ-ცხინვალის გაზსადენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაზსადენი მშენებლობის პროცესში

ძუარიყაუ-ცხინვალის გაზსადენიბუნებრივი აირის სადენი ჩრდილოეთ ოსეთის სოფ. ძუარიყაუდან ცხინვალში, შიდა ქართლის რეგიონში. გაზსადენის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო, ხოლო 2009 წლის 26 აგვისტოს გაიხსნა[1][2].

ამ გაზსადენის გაყვანამდე ცხინვალის რეგიონს ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა საქართველოს სისტემიდან თბილისი-ქუთაისის მაგისტრალის აგარა-ცხინვალის სადენით. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონს გაზის მიწოდება საქართველოს სისტემიდან შეუწყდა. საქართველოს ცნობით, შეწყვეტის მიზეზი ოსების მიერ კონტროლირებად ნაწილში გაზსადენის დაზიანება იყო, თუმცა რუსეთი ამას უარყოფს და საქართველოს ადანაშაულებს გამიზნულ გამორთვაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]