ძმრის ხე
იერსახე
| ძმრის ხე | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Rhus typhina | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 61984086 | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ძმრის ხე (ლათ. Rhus typhina) — მცენარე თუთუბოსებრთა ოჯახისა. მაღალი ბუჩქი ან პატარა ხეა. სიმაღლე 3-10 მ. კენტფრთისებრი ფოთოლი აქვს, რომელიც შემოდგომაზე წითლდება. ფოთლების სიგრძეა 25-55 სმ. ყვავილი ერთსქესიანია, მომწვანო ყვითელი, თავმოყრილია საგველა ყვავილედში. ყვავილობს აგვისტოში. ნაყოფი წითელი ბუსუსითაა დაფარული.
სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილი, უპირველეს ყოვლისა, კანადის სამხრეთი-აღმოსავლეთი და აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი რეგიონები. დეკორატიული მცენარეა. კულტივირებულია ბაღებსა და პარკებში. ფოთოლი და ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებას — ტანინს. ნაყოფი მომჟავოა (სახელიც აქედანაა), მისგან სასმელს აყენებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შარაშიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 279.
