შინაარსზე გადასვლა

ძმები გასიმოვები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძმები გასიმოვები - ჰაჯი, ალი და იმრანი

ძმები გასიმოვები — სამშენებლო კომპანია „ძმები გასიმოვები და კ“ თანამფლობელები, რომლებმაც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ბაქოში შენობების უმეტესობის მშენებლობა განახორციელეს. ძმებმა ააშენეს ისეთი მონუმენტური ნაგებობები, როგორიცაა ისმაილიას სასახლე, მუხთაროვის სასახლე, სასტუმრო „ახალი ევროპა“, მიტროფანოვის სასახლე[1][2].

ძმების შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძმები გასიმოვების მამა ჰაჯი მამედ ალი მოლა გასიმ ოღლუ ორდუბადში ხალიჩებისთვის მატყლის შეღებვის სახელოსნოს ფლობდა.

ძმები სამუშაოდ ბაქოში ჩადიან[3].

უფროსი ძმა ჰაჯი გასიმოვი 1867 წელს დაიბადა. ბაქოში უბრალო დურგლად დაიწყო მუშაობა. მალე მან შემოიკრიბა თავის ირგვლივ ყველაზე გამოცდილი ხელოსნები და ძმებთან ერთად შექმნა მცირე არტელი. მოგვიანებით კი დააფუძნა სამშენებლო სამუშაოებით დაკავებული კომპანია. ძმების მუშაობის წესი ასეთი იყო: ისინი იბარებდნენ სახლს, იღებდნენ ანაზღაურებას წინასწარ და კლიენტი იბარებდა მზა სახლს. მასალების შეძენა და მიწოდება, სამშენებლო სამუშაოები, ფასადების გაფორმება, ბინების გაფორმება - ეს ყველაფერი კომპანიის კომპეტენციაში შედიოდა. მოგვიანებით ძმებმა ბაქოში პარკეტის ქარხანა გახსნეს[4].

შუათანა ძმა ალი გასიმოვი 1873 წელს დაიბადა. ის სერიოზული და მშვიდი იყო. ალი კომპანიაში ფინანსურ საკითხებზე იყო პასუხისმგებელი[3].

უმცროსი ძმა, იმრან გასიმოვი, როგორც გამოცდილი კონტრაქტორი, ასევე იყო ხელოვნების მოყვარული და თეატრის მოყვარული. ის ასევე იყო ერთ-ერთი პირველი აზერბაიჯანელი მსახიობი. იმრან გასიმოვი, გამოჩენილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის ახლო მეგობარი იყო. ის ყოველთვის აქტიური მონაწილეობას იღებდა ოპერების მომზადებაში. მშობლიური ენის გარდა ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. როგორც ქველმოქმედი, მან მატერიალური დახმარება გაუწია მრავალი მსახიობის ოჯახს.

იმრან გასიმოვი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც მურთუზა მუხთაროვის მშენებარე სასახლის კონტრაქტორი, ის პირადად ხელმძღვანელობდა ქანდაკებების, დეკორაციისა და გუმბათების დამონტაჟებას. სასახლის ზედა იარუსებზე რაინდის სკულპტურის დამონტაჟებისას ის მას დაეცა და 35 წლის იმრანი გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ ამ მწუხარებას ვერ გაუძლო და 2 კვირის შემდეგ თავი მოიწამლა[5].

1918 წლის 25 ნოემბერს ჰაჯი გასიმოვს შვილიშვილი შეეძინა, რომელსაც თავისი ძმის სახელი იმრანი დაარქვა. წლების შემდეგ, იმრან გასიმოვი გახდება დრამატურგი, სცენარისტი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო მწერალი, აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო ჯილდოსა და ლენინის ორდენის ლაურეატი[6].

ძმები გასიმოვები ასრულებდნენ მრავალი მილიონერის შეკვეთებს. ისინი იყვნენ ცნობილი მილიონერისა და მეცენატის მუსა ნაგიევის კონტრაქტორები. მისი სახლების უმეტესობის მშენებლობაზე პასუხისმგებელნი სწორედ ძმები გასიმოვები იყვნენ.

ბაქოს რეალური სკოლის მშენებლობაში ძმები გასიმოვებიც იყვნენ ჩართულნი.

მე-11 წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ ძმებ გასიმოვებს ქონება ჩამოართვეს და ისინი დააპატიმრეს. თუმცა ორივეც რამდენიმე დღის შემდეგ გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ჰაჯი გასიმოვი მუშაობდა კომპანია „აზნეფტში“ სამუშაოთა მწარმოებლად. მისი ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი სახლი, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსი სახელმწიფო ბანკის თანამშრომლებისთვის. ბარდა-ხანკენდის გზის მშენებლობას კი მისი უმცროსი ძმა ალი გასიმოვი ხელმძღვანელობდა.

ძმების მიერ აშენებული შენობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]