ძმა ჯონათანი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ძმა ჯონათანი}} |

ძმა ჯონათანი — ახალი ინგლისის პერსონიფიკაცია. ასევე გამოიყენებოდა შეერთებული შტატების ემბლემად. ზედმეტად მოკლე შარვალი, ძალიან მჭიდრო ჟილეტი და მოძველებული სტილი ასახავს მის გემოვნებას, მეორადი პროდუქციის მოხმარებასა და საშუალებების ეფექტურ გამოყენებაზე.
ძმა ჯონათანი მალევე გახდა გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც ჩამოყალიბდა, როგორც კეთილგანწყობილი პაროდია მთელი ახალი ინგლისის შესახებ ადრეული ამერიკის რესპუბლიკის პერიოდში. ფართოდ პოპულარიზებული ყოველკვირეული გაზეთის „ძმა ჯონათანის“ და იუმორისტული ჟურნალის „იანკის ცნებების“ მეშვეობით.[1]
ძმა ჯონათანი, როგორც წესი, ახალი ინგლისის ფარგლებს გარეთ, სარედაქციო კარიკატურებსა და პატრიოტულ პლაკატებში გამოსახული, როგორც გრძელსიტყვიანი ახალი ინგლისელი, რომელიც ზოლიან შარვალს, პირქუშ შავ პალტოსა და ქუდს ატარებდა. ახალ ინგლისში „ძმა ჯონათანი“ გამოსახულია, როგორც მეწარმე და აქტიური ბიზნესმენი, რომელიც უდარდელად ამაყობდა იანკების დაპყრობებით მსოფლიო იანკების ერისთვის.[2]
1865 წლის შემდეგ, ძმა ჯონათანის სამოსს ბიძია სემმა მიბაძა, რომელიც განასახიერებდა შეერთებული შტატების კონტინენტურ საერთო მთავრობას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტერმინი, სულ მცირე, მე-17 საუკუნით თარიღდება, როდესაც ინგლისის სამოქალაქო ომის დროს პურიტან მრგვალთავიან კაცებთან მიმართებაში გამოიყენებოდა.[3] მოიცავდა კოლონიურ ახალი ინგლისის მაცხოვრებლებსაც, რომლებიც ძირითადად ომის დროს პარლამენტარების მხარდამჭერ პურიტანებს წარმოადგენდნენ. სავარაუდოდ, ბიბლიური სიტყვებიდან მომდინარეობს, რომელიც დავითმა თავისი მეგობრის, ჯონათანის, გარდაცვალების შემდეგ წარმოთქვა: „შენთვის ვწუხვარ, ჩემო ძმაო, ჯონათან“ (2 მეფეთა 1:26). როგორც კენეტ ჰოპერმა და უილიამ ჰოპერმა აღნიშნეს, „ინგლისის სამოქალაქო ომის დროს როიალისტების მიერ გამოყენებული ტერმინი, როგორც მათი... პურიტანი ოპონენტების შეურაცხმყოფელი ტერმინი, ბრიტანელი ოფიცრები მას ამერიკის რევოლუციის დროს აჯანყებული კოლონისტების მიმართ იყენებდნენ“.[4]
პოპულარული ხალხური თქმულების თანახმად, ტერმინის წარმოშობა უკავშირდება ჯონათან ტრამბულს (1710–1785) შტატის გუბერნატორს, რომლის შტატიც ამერიკის რევოლუციური ომის დროს ჩრდილოეთისა და შუა დეპარტამენტებისათვის მომარაგების მთავარ წყაროს წარმოადგენდა. თქმულების მიხედვით, ჯორჯ ვაშინგტონმა, როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ აპირებდა ომის მოგებას, წარმოთქვა სიტყვები: „უნდა მოვეთათბიროთ ძმა ჯონათანს“ („We must consult Brother Jonathan“).[5]
თუმცა ეს წარმომავლობა საეჭვოა, ვინაიდან არც ერთ მათგანს სიცოცხლეში არ უხსენებია აღნიშნული ისტორია, ხოლო პირველად მე-19 საუკუნეში ჩნდება მისი სახე. გარდაცვალებიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ.[6]
პერსონაჟი ახალი ინგლისის მცხოვრებლებმა 1783–1815 წლებში აითვისეს, რის შედეგადაც „ძმა ჯონათანი“ იანკი მეზღვაურის საერთო მეტსახელად იქცა, მსგავსად იმისა, თუ როგორ გამოიყენება ტერმინი G.I. შეერთებული შტატების არმიის სამხედრო მოსამსახურეთა აღსანიშნავად.
ტერმინი „ბიძია სემი“ („Uncle Sam“) სავარაუდოდ 1812 წლის ომს უკავშირდება. ბიძია სემი გაზეთებში 1813–1815 წლებში ჩნდება, ხოლო 1816 წელს უკვე ერთ წიგნშია მოხსენიებული.
1825 წელს ჯონ ნილმა დაწერა რომანი "Brother Jonathan: or, the New Englanders" („ძმა ჯონათანი, ანუ ახალი ინგლისელები“) და ედინბურგში გამოსცა, რათა ბრიტანელი მკითხველისთვის გაეცნო აშშ-ის წესები და ენა.[7] ეს ემბლემა ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა, როგორც ამერიკულ ლიტერატურაში გამოყენებული მცირე თვითრეფერენციული ხერხი, თუმცა სწორედ ამ რომანში, ემბლემამ სრულად ჩამოყალიბებული სახე მიიღო, როგორც ამერიკული ეროვნული ხასიათის პერსონიფიკაციამ.[8][9]
ყოველკვირეული გაზეთი „Brother Jonathan“ პირველად 1842 წელს გამოიცა ნიუ-იორკში. 1843 წელს, როგორც მისი რედაქტორი, ნილი გაზეთს იყენებდა არგუმენტად იმის სასარგებლოდ, რომ „ძმა ჯონათანი“ შეერთებული შტატების ეროვნული ემბლემა უნდა გამხდარიყო.[10]
ჟურნალი „Yankee Notions or Whittlings of Jonathan's Jack-Knife“ იყო მაღალი ხარისხის იუმორისტული გამოცემა, რომელიც პირველად 1852 წელს გამოქვეყნდა და ამ სტერეოტიპულ პერსონაჟს იყენებდა იანკების სიძუნწისა და სხვა თავისებურებების დასაცინად. ისიც ნიუ-იორკში გამოიცემოდა, რომელიც სამოქალაქო ომამდე მეზობელ ახალ ინგლისთან მეტოქეობდა. ჟურნალი ფართო ტირაჟით გამოირჩეოდა და როგორც ახალი ინგლისის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც მკითხველისთვის პოპულარულ, კეთილგანწყობილ გასართობს წარმოადგენდა. მსგავსი ხუმრობები ხშირად იბეჭდებოდა ისეთ შორეულ გაზეთებშიც კი, როგორიც კალიფორნიაში გამოდიოდა, სადაც ადგილობრივები იანკი გემებსა და მოხეტიალე ვაჭრებს ხვდებოდნენ, რაც კომედიურ ბურლესკებში იანკების იმიტაციების შთაგონების წყაროდ იქცა.
ჟიულ ვერნმა თავის 1864 წლის რომანში „კაპიტან ჰატერასის თავგადასავლები“ (ფრანგულად: „Voyages et aventures du capitaine Hatteras“) ჩართო თავი სახელწოდებით „ჯონ ბული და ჯონათანი“, რომელშიც პოლარული ექსპედიციის ბრიტანელი და ამერიკელი წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, თითოეული მათგანი ცდილობს ახლად აღმოჩენილი კუნძული — „ახალი ამერიკა“ — საკუთარი ქვეყნისთვის მიითვისოს. მიწას სახელწოდებას არქმევს კაპიტანი ალტამონი, ამერიკელი მკვლევარი, რომელიც მასზე პირველი დგამს ფეხს.
ამოღებულ თავში — „ჯონ ბული და ჯონათანი“ — ჰატერასი და ალტამონი ერთმანეთის წინააღმდეგ დუელში გამოდიოდნენ, რათა მოეპოვებინათ უფლება, მიწა თავიანთი ქვეყნების სახელით გამოეცხადებინათ.[11]
ამავე პერიოდში, ახალ ინგლისში დაფუძნებული პარტია "Know Nothing Party", რომელსაც ჟურნალ "Yankee Notions"-იც მასხრად იგდებდა. ორ ბანაკად იყო გაყოფილი — ზომიერ „ჯონათანებად“ და რადიკალ „სემებად“. საბოლოოდ „ბიძია სემმა“ ჩაანაცვლა „ძმა ჯონათანი“, ხოლო გამარჯვებულებმა მე-19 საუკუნის ბოლოს ტერმინი „იანკი“ მთელ ქვეყანაზე გაავრცელეს, მას შემდეგ რაც „იანკების“ მხარემ ამერიკის სამოქალაქო ომი მოიგო. ანალოგიურად, სახელწოდება „ბიძია სემი“ ფედერალურ მთავრობაზე გავრცელდა.[12]
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში „ბიძია სემი“ შეერთებული შტატების მთლიან სიმბოლოდ ჩამოყალიბდა და ამ პროცესში „ძმა ჯონათანი“ ჩაანაცვლა.[13]
1893 წელს გამოცემულ ჟურნალ "The Lutheran Witness"-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, „ძმა ჯონათანი“ და „ბიძია სემი“ ერთი და იმავე პირის სხვადასხვა სახელწოდებებს წარმოადგენდნენ:
„როდესაც მას პოლიტიკაში ვხვდებით, მას ბიძია სემს ვუწოდებთ; ხოლო როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვხვდებით — ძმა ჯონათანს. ბოლო ხანებში ბიძია სემი, იგივე ძმა ჯონათანი, ძალზე ბევრს ჩივის და თითქმის არაფერს აკეთებს სხვას."[14]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრაზა „უნდა მოვეთათბიროთ ძმა ჯონათანს“ („We must consult Brother Jonathan“) იელის უნივერსიტეტის ტრამბულის კოლეჯის დამთავრების სერტიფიკატებზეა დატანილი. თავად კოლეჯიც ტრამბულის სახელობისაა.[15]
ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე კერძო სოციალური კლუბის — „Jonathan Club“-ის — ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ კლუბის სახელწოდება ჯონათან ტრამბულს ან „ძმა ჯონათანს“ უკავშირდება. თუმცა კლუბი 1895 წელს დაარსდა და მისი სახელის რეალური შთაგონების წყარო უცნობია.
1891–1901 წლებში ამერიკელმა სოციალისტმა დანიელ დე ლეონმა 300-ზე მეტი სარედაქციო წერილი დაწერა დიალოგების ფორმით „ბიძია სემს“ (კლასობრივად გაცნობიერებულ მუშას, რომელიც სოციალისტური ლეიბორისტული პარტიის „SLP“ დოქტრინებს იზიარებდა) და „ძმა ჯონათანს“ (მუშას, რომელსაც კლასობრივი ცნობიერება აკლდა) შორის.[16]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1862 Harper's Weekly Brother Jonathan Cartoon
- The Diverting History of John Bull and Brother Jonathan - complete 1827 text w. illustrations
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Yankee Notions in Google Books.
- ↑ Teach Us History – Here, "Brother Jonathan" is clearly a representative of a "Yankee", a New Englander, administering pear-juice to John Bull on behalf of Admiral Perry, during the War of 1812.
- ↑ James D. Hart (12 October 1995). The Oxford Companion to American Literature, 6th., Oxford University Press, გვ. 91. ISBN 978-0-19-506548-0.
- ↑ Hopper, Kenneth and William, The Puritan Gift: Triumph, Collapse and Revival of an American Dream, I.B.Tauris, 2007, p.63.
- ↑ Gould, Dudley C (2001). Times of Brother Jonathan: What He Ate, Wore, Believed in & Used for Medicine During the War of Independence. Southfarm Press, გვ. 9–10. ISBN 978-0-913337-40-0.
- ↑ The first printed usage of "Jonathan" as a generic name for a representative Yankee in the Oxford English Dictionary (second edition) is from 1816.
- ↑ Richards, Irving T. (1933). The Life and Works of John Neal (PhD thesis). Cambridge, Massachusetts: Harvard University. pp. 694–695. OCLC 7588473.
- ↑ Morgan, Winifred (1988). An American Icon: Brother Jonathan and American Identity. Newark, New Jersey: University of Delaware Press, გვ. 143. ISBN 0-87413-307-6.
- ↑ Kayorie, James Stephen Merritt (2019). „John Neal (1793–1876)“, American Political Humor: Masters of Satire and Their Impact on U.S. Policy and Culture. Santa Barbara, California: ABC-CLIO, გვ. 88. ISBN 978-1-4408-5486-6.
- ↑ Richards, Irving T. (1933). The Life and Works of John Neal (PhD thesis). Cambridge, Massachusetts: Harvard University. p. 1031. OCLC 7588473.
- ↑ Butcher, William (2006). Jules Verne: The Definitive Biography. Thunder's Mouth Press, გვ. 156–157. ISBN 978-1-56025-854-4.
- ↑ Note: Brother Jonathan fought the enemy "John Bull" during the War of 1812; so also did the North again fight Johnny (for example, Johnny Reb meant a Confederate soldier). However, the song "When Johnny Comes Marching Home" was sung on both sides.
- ↑ "Uncle Sam", Dictionary.com; accessed 2013.09.18.
- ↑ December 7, 1893 "A Bit of Advice" The Lutheran Witness p. 100
- ↑ "Trumbull College History".
- ↑ DeLeon, Daniel. Uncle Sam & Brother Jonathan. New York Labor News. ციტირების თარიღი: July 29, 2022