ძმარმჟავას ანჰიდრიდი
იერსახე
| ძმარმჟავას ანჰიდრიდი | |
| ზოგადი | |
|---|---|
| სისტემური სახელწოდება | ძმარმჟავას ანჰიდრიდი |
| შემოკლება | ძმრის ანჰიდრიდი |
| მოლური მასა | 102.089 გ/მოლი |
| ფიზიკური თვისებები | |
| მდგომარეობა (სტ. პირ.) | უფერო სითხე |
| სიმკვრივე | 1.082 გ/სმ³ |
| თერმული თვისებები | |
| დნობის ტემპერატურა | −73.1 °C |
| დუღილის ტემპერატურა | 139.8 °C |
| NFPA 704 | |
ძმარმჟავას ანჰიდრიდი, ძმრის ანჰიდრიდი, (СH3CO)2O — უფერო სითხე, აქვს მკვეთრი სუნი, tდნ — 73,1°C, tდუღ — 139,9°C, სიმკვრივე — 1082 კგმ³ (20°C). იხსნება ბენზოლში, ეთერსა და სხვა ორგანულ გამხსნელებში. ღებულობენ აცეტალჰიდის კატალიზური ჟანგვისას და სხვა მეთოდებით. იყენებენ აცეტილცელულოზის, ვინილაცეტატის, სამკურნალო საშუალებების, საღებრებისა და სხვა წარმოებაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 279.