ძიშრას მაჩიტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძიშრას მაჩიტა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მაჩიტასებრნი
გვარი:  მაჩიტა
სახეობა:  ძიშრას მაჩიტა
ლათინური სახელი
Campanula dzyschrica
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 199992

ძიშრას მაჩიტა (ლათ. Campanula dzyschrica) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მაჩიტასებრთა ოჯახისა. წარმოდგენილია დატოტვილი ფესვურითა და როზეტად შეკრებილი ფოთლებით.

ითვლებოდა აფხაზეთის კირქვიანების ენდემად, მეტად იშვიათი სახეობაა. საქართველოს გარდა გვხვდება აგრეთვე რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, კერძოდ, ტუაფსე-ადლერის ფლორისტიკულ რეგიონში. კრასნოდარის მხარეში მცენარეს ახლახან მიაგნეს. მნიშვნელობა აქვს კოლხეთის კირქვიანების რელიქტური ფლორის ისტორიის შესასწავლად. საყურადღებოა დეკორატიული მებაღეობისთვისაც.

იზრდება კირქვიანი კლდეების ნაპრალებში, ალპურ სარტყლეში. გვხვდება მცირე პოპულაციებად. მრავლდება თესლითა და ვეგეტაციურად. შეიძლება განადგურდეს დეკორატიულობის და ადგილსამყოფელის პირობების დარღვევის გამო. ძალზე იშვიათად კულტივირებულია ბოტანიკურ ბაღებში. დაცვის აუცილებელი ღონიეშიძებაა აღკვეთილის გამოყოფა ძიშრის მთაზე და კულტივირება.

სახეობა აღწერა რუსმა ბოტანიკოსმა ალფრედ კოლაკოვსკიმ. ძიშრას მაჩიტა შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, გვ. 91-92, 1982.