ძიგვა
იერსახე
ძიგვა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Nardus | ||||||||||||
|
ძიგვა (ლათ. Nardus) — მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, მოკლეფესურიანი, მკვრივკორდოვანი ბალახია. 10 — 40 სმ სიმაღლის სწორმდგომი ღეროები აქვს.
ერთადერთი სახეობა — Nardus stricta გავრცელებულია ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და მცირე აზიის მთებში, აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში, კავკასიაში (მ. შ. საქართველოში). იზრდება გაეწრებულ, მწირ ნიადაგზე, მდელოზე, ნატყევარ და ნაჭაობარ ადგილას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 273.