ძველი ქანდის ნამარნალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძველი ქანდის ნამარნალი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდაში, ადგილ ნაზვრევში, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირსა და სოფელ ქანდიდან ქსნის რკინიგზის სადგურისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს. თარიღდება XIX საუკუნით. შემორჩენილია ქვითკირით ნაგები საწნახელი. მის გრძივ კედელში დატანებულია თიხის მილი, რომლის წინ ქვითკირისავე აუზია (ისარნა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]