ძველი რომის ქრონოლოგია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველი რომის ქრონოლოგია რომის დაარსებიდან დასავლეთ რომის იმპერიის დაცემამდე.
სექციების სია
ძვ. წ. VIII საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ძვ. წ. 753 - რომის დაარსების ტრადიციული თარიღი.
- ძვ. წ. 753 - ძვ. წ. 751 - რომულუსის მეფობა.
- ძვ. წ. 751 - ნუმა პომპილიუსის გამეფება.
ძვ. წ. VII საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ძვ. წ. 673 - ნუმა პომპილიუსის გარდაცვალება. ტულუს ჰოსტილიუსის გამეფება.
- ძვ. წ. 641 - ტულუს ჰოსტილიუსია გარდაცვალება. ანკუს მარციუსის გამეფება.
- ძვ. წ. 616 - ანკუს მარციუსის გარდაცვალება. ტარკვინიუს პრისკუსის გამეფება.
ძვ. წ. VI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ძვ. წ. 578 - ტარკვინიუს პრისკუსი გარდაიცვალა. სერვიუს ტულიუსის გამეფება.
- ძვ. წ. 534 - სერვიუს ტულიუსი გარდაიცვალა. ტარკვინიუს სუპერბუსის გამეფება.
- ძვ. წ. 510 - ლუციუს იუნიუს ბრუტუსის მიერ ტარკვინიუს სუპერბუსის განდევნა. რომის რესპუბლიკის დაარსება.
- ძვ. წ. 508 - პონტიფექს მაქსიმუსის ინსტიტუტის ჩამოყალიბება.
ძვ. წ. V საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ძვ. წ. 496 – რომაელებმა ეტრუსკები დაამარცხეს რეგილის ტბასთან ბრძოლაში
- ძვ. წ. 494 – პლებეების პროტესტების შედეგად პირველად მოხდა სახალხო ტრიბუნების არჩევა
- ძვ. წ. 459 – სახალხო ტრიბუნების რაოდენობა ორიდან ათამდე გაიზარდა.
- ძვ. წ. 449 – დეცემვირებმა გამოსცეს თორმეტი ტაბულის კანონები
- ძვ. წ. 447 – შეიქმნა სახალხო კრებები, პირველად იქნენ არჩეულნი ორი კვესტორი
- ძვ. წ. 445 - პლებეებსა და პატრიციებს შორის ქორწინებები დაიშვა.
- ძვ. წ. 443
- კონსულების ნაცვლად სამხედრო ტრიბუნების არჩევა მოხდა.
- შეიქმნა ცენზორის თანამდებობა.
- ძვ. წ. 421 – კვესტორების რაოდენობა 4 გახდა. ახლა ბლებეებსაც შეეძლოდ არჩეულიყვნენ კვესტორებად.
- ძვ. წ. 408 – კონსულების ნაცვლად ისევ სამხედრო ტრიბუნების არჩევა მოხდა.
ძვ. წ. IV საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ძვ. წ. 396
- ძვ. წ. 394 – კონსულის ინსტიტუტი შეიცვალა სამხედრო ტრიბუნების ინსტიტუტით.
- ძვ. წ. 391 – სამხედრო ტრიბუნების ინსტიტუტი კონსულის ინსტიტუტით შეიცვალა.
- ძვ. წ. 390 – გალებმა დაამარცხეს რომაელები მდინარე ალიასთან ბრძოლაში; რომის აღება.
- 375/ძვ. წ. 371 – ანარქია. მაგისტრატუსებს არ ირჩევდნენ.
- ძვ. წ. 367 – კონსულის ინსტიტუტი შეიცვალა სამხედრო ტრიბუნების ინსტიტუტით.
- ძვ. წ. 366
- პირველი არა პატრიციუსი კონსულის არჩევა: ლუციუს სექსტიუს სექსტინუსი
- პრეტორის ინსტიტუტი შეიქმნა
- ძვ. წ. 351 – პირველი პლებეი კონსულის არჩევა
- ძვ. წ. 343 – პირველი სამნიტური ომი დაიწყო
- ძვ. წ. 342
- ლექს გენუსია იქნა მიღებული: ერთი და იგივე ადამიანს არ შეუძლია ერთი და იგივე თანამდებობის მეორეთ დაკავება პირველი არჩევიდან 10 წლის მანძილზე.
- ძვ. წ. 341 – რომაელებმა დაამარცხეს სამნიტები. პირველი სამნიტური ომის დასასრული.
- ძვ. წ. 340 – რომი იწყებს ლათინურ ომს.
- ძვ. წ. 338 – ლათინური ომი დამთავრდა რომის გამარჯვებით. ლათინური გაერთიანება რომს დაემორჩილა.
- ძვ. წ. 326 – მეორე სამნიტური ომის დასაწყისი.
- ძვ. წ. 321 – კავდიუმის მშვიდობა.
- ძვ. წ. 316 – ლავტულუმთან ბრძოლა.
- ძვ. წ. 311 – ეტრუსკები და სამნიტები რომის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ეტრუსკებთან ომი დაიწყო.
- ძვ. წ. 310 – ტბა ვადიმოსთან ბრძოლა რომაელებსა და ეტრუსკებს შორის.
- ძვ. წ. 306 – ჰერნიკი აუჯანყდა რომს.
- ძვ. წ. 305 – ბოვიანუმის ბრძოლა რომაელებმა სამნიტები დაამარცხეს.
- ძვ. წ. 304 – ევკების დამარცხება.
- ძვ. წ. 304 – მეორე სამნიტური ომი დასრულდა. რომის კონტროლის სფეროში შევიდა სამხრეთ იტალიის დიდი ნაწილი.
- ძვ. წ. 300 – ლექს ოგულნია იქნა მიღებული: ქურუმობა პლებეებსაც შეეძლოთ
ძვ. წ. III საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ძვ. წ. 298 – მესამე სამნიტური ომი დაიწყო
- ძვ. წ. 298 – რომაელებმა აიღეს სამნიტური ქალაქები ტავრასია, ბოვიანუმ ვეტუსი და აუფიდენა.
- ძვ. წ. 297 – კონსულმა ფაბიუს მაქსიმუს რულიანუსმა დაამარცხა სამნიტები ტუფერნუმთან.
- ძვ. წ. 295 – სენტიუმის ბრძოლა.
- ძვ. წ. 294 – ლუკერიასთან სამნიტების გამარჯვება.
- ძვ. წ. 290 – მესამე სამნიტური ომის დასასრული.
- ძვ. წ. 281 - დავა რომსა და ტარენტიუმს შორის. ტარენტიუმი დასახმარებლად პიროსს ეპიროსიდან იწვევს.
- ძვ. წ. 280
- პიროსი ჩამოდის იტალიაში. დაიწყო პიროსთან ომი.
- ჰერაკლიუმის ბრძოლა
- ძვ. წ. 279 – ასკულუმთან ბრძოლა.
- ძვ. წ. 275 – ბენევენტუმთან ბრძოლა.
- ძვ. წ. 272
- პიროსი დაბრუნდა სპიროსში, პიროსთან ომის დასასრული.
- ტარენტიუმი დაემორჩილა რომს.
- ძვ. წ. 267 – კვესტორების რაოდენობა 4-დან 6-მდე გაიზარდა
- 264/ძვ. წ. 241 – პირველი პუნიკური ომი კართაგენის წინააღმდეგ.
- ძვ. წ. 242 - პრეტორების ინსტიტუტი დაწესდა
- ძვ. წ. 241 – კართაგენის დამარცხების შემდეგ, სარდინია და კორსიკა რომის პროვინცია ხდება
- ძვ. წ. 229 – პირველი ილირიული ომი დაიწყო.
- ძვ. წ. 227
- პირველი ილირიული ომი დამთავრდა ტევტას დანებების შედეგად.
- კვესტორების რაოდენობა 6-დან 8-მდე გაიზარდა; პრეტორების კი 2-დან 4-მდე.
- ძვ. წ. 224 – რომაელებმა დაამარცხეს გალები ტელამონის ბრძოლაში.
- ძვ. წ. 223 – რომაელებმა დაამარცხეს გალები ციზალპიურ გალიაში
- ძვ. წ. 220 – მეორე ილირიული ომი დაიწყო.
- ძვ. წ. 219 – მეორე ილირიული ომი დასრულდა.
- 218/ძვ. წ. 201 – მეორე პუნიკური ომი კართაგენის წინააღმდეგ. რომაელები დამარცხდნენ მდინარე ტრებიასთან ბრძოლაში.
- ძვ. წ. 216 – ჰანიბალმა დაამარცხა რომაელები კანების ბრძოლაში.
- 214/ძვ. წ. 205 – პირველი მაკედონური ომი, რომაელები დამარცხდნენ
- 213/ძვ. წ. 211 – სირაკუზის ალყა, რომაელებმა აიღეს ქალაქი
- 204/ძვ. წ. 202 – პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელი შეიჭრა აფრიკაში, ჰანიბალი დამარცხდა ზამასთან ბრძოლაში
- 202/ძვ. წ. 196 – მეორე მაკედონური ომი, რომის გამარჯვება
ძვ. წ. II საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 172/ძვ. წ. 167 – მესამე მაკედონური ომი, რომაელებმა გაიმარჯვეს
- 154/ძვ. წ. 138 – ომი ლუსიტანიანების წინააღმდეგ
- 149/ძვ. წ. 146 – მესამე პუნიკური ომი კართაგენის წინააღმდეგ
- 149/ძვ. წ. 148 – მეოთხე მაკედონური ომი
ძვ. წ. I საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
I საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
II საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 101-106 — დაკიის დაპყრობა.
- 114-117 — ომი პართიასა და სომხეთთან.
- 115-117 — იუდაისტური მოსახლეობის აჯანყება ქერონაში, ეგვიპტესა და კვიპროსზე.
- 117-138 — იმპერატორ ადრიანეს მმართველობა.
- 132-135 — აჯანყება იუდეაში სიმონ ბარკოხბის მეთაურობით.
- 138-161 — იმპერატორ ანტონინუს პიუსის მმართველობა.
- 161-165 — ომი პართიასთან.
- 165 — ჭირის ეპიდემიის გავრცელება რომში.
- 167-180 — მარკომანების შეჭრა რომის პროვინციებში.
- 180-192 — იმპერატორ კომოდუსის მმართველობა.
- 193-197 — სამოქალაქო ომი იმპერატორობისათვის.
III საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 212 — კანონი რომის მოქალაქეების უფლებებზე.
- 260 — ველური ტომების მასიური შეჭრა რომის იმპერიაში. მონათა აჯანყება სიცილიაში.
- 280 — სოფლის მოსახლეობის (ბაგაუდები) აჯანყება გალიაში.
- 293 — იმპერატორ დიოკლეტიანეს ადმინისტრაციული რეფორმები.
IV საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 301 — ფულადი რეფორმა. ედიქტი ფასების შესახებ.
- 303—304 — ედიქტი ქრისტიანთა წინააღმდეგ. მათი მასიური დევნა.
- 313 — მილანის ედიქტი ქრისტიანული რელიგიის თავისუფლების შესახებ.
- 325 — ქრისტიანთა პირველი საეკლესიო კრება.
- 330 — კონსტანტინოპოლის მეორე დედაქალაქად გამოცხადება.
- 378 — ადრიანოპოლის ბრძოლა.
- 394 — ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით ოლიმპიური თამაშების აკრძალვა. წარმართული ტაძრების დახურვა და ნგრევა.
- 395 — რომის იმპერიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაყოფა.
V საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 410 — გუთების ბელად ალარიხის მიერ რომის განადგურება.
- 429 — რომის აღება აფრიკელი ვანდალების მიერ.
- 455 — ვანდალების მიერ ქალაქ რომის დანგრევა.
- 476 — იმპერატორ რომულუს ავგუსტულუსის დამხობა (რომის იმპერიის დაცემის ტრადიციული თარიღი).
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტატიის 