ძერანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძერანა
Polyporus squamosus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
განყოფილება: ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი: აგარიკომიცეტები
რიგი: აბედასნაირნი
ოჯახი: აბედა სოკოები
გვარი: აბედა სოკო
სახეობა: ძერანა
ლათინური სახელი
Polyporus squamosus

ძერანა (ლათ. Polyporus squamosus) — ქუდიანი სოკო. ქუდი მარაოსებრია, დიდი, ზოგჯერ 50 სმ აღწევს; ზედაპირი მოყვითალოა და დაფარულია კონცენტრულად განლკაგებული მურა ქერცლებით. ფეხი გვერდითია, მსხვილი, მოკლე, მოყვითალო, ფუძესთან – შავი. ქუდის ქვედა მხარეს განვითარებულია მსხვილი, კუნთოვანი ფორები. იზრდება გამხმარი ფოთლოვანი ხეების, განსაკუთრებით წიფლის მერქანზე გაზაფხულიდან ზამთრამდე. იჭმება მხოლოდ ნორჩი და ახალი. ფართოდ არის გავრცელებული მთელი ევროპის ტერიტორიაზე, ასევე აშშ-ში (კლდოვანი მთები).

სახეობა პირველად მეცნერული თვალსაზრისით აიღწერა 1778 წელს ბრიტანელი ბოტანიკოსის უილიამ ჰადსონის მიერ,[1] რომელმაც სახეობას უწოდა „Boletus squamosus“. დღევანდელი სახით სახელწოდება მიიღო 1821 წელს, როდესაც სახეობა აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას ფრისმა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hudson W. (1778). Flora Anglica, 2, გვ. 626. 
  2. Fries EM. (1821). Systema Mycologicum, გვ. 343.